https://sputnik-georgia.com/20210905/kriminali-saqartvelosi-yvelaze-gavrcelebuli-danasaulis-top-xuteuli-259321109.html
კრიმინალი საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულის ტოპ-ხუთეული
კრიმინალი საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულის ტოპ-ხუთეული
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 8 თვეში დაახლოებით 9,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. 05.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-05T09:30+0400
2021-09-05T09:30+0400
2021-09-05T09:30+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259131115_0:248:3068:1974_1920x0_80_0_0_8b7e09e3fdb550fa831e16c02f24794d.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდია - 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4,8%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.2021 წლის რვა თვეში დაფიქსირებულია 34.848 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 41,64%.ამასთან მხოლოდ ივლისში ჩადენილია 5,8 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1,2%-ით მეტია.შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.კრიმინალის ტოპ-ხუთეულისაქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან ივლისის ჩათვლით დაახლოებით 9,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 32,6%.მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. რვა თვეში დაფიქსირდა 3,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 69%.მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 2,2 ათასი ფაქტი 8 თვეში, საიდანაც გახსნილია 81,4%.ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული ასე გამოიყურება:გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ რვა თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 46 მკვლელობა, აქედან 16 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 124 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 107 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 23 – მექრთამეობა, 6 - ტერორიზმი.რამდენი დაისაჯასაქართველოში 2021 წლის 30 ივლისამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა10.486 ადამიანი. აქედან 719 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 3.283 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
https://sputnik-georgia.com/20210725/awamebdnen-da-mokvliT-emuqrebodnen-TbilisSi-danaSaulebrivi-jgufi-daakaves-252417164.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259131115_248:0:2979:2048_1920x0_80_0_0_de65d4e26b7f52a81f14fe449743029f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები
შემთხვევები, ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში: ყველაზე გავრცელებული დანაშაულის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 8 თვეში დაახლოებით 9,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდია - 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4,8%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ
მასალებში.
2021 წლის რვა თვეში დაფიქსირებულია 34.848 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 41,64%.
ამასთან მხოლოდ ივლისში ჩადენილია 5,8 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1,2%-ით მეტია.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან ივლისის ჩათვლით დაახლოებით 9,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 32,6%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. რვა თვეში დაფიქსირდა 3,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 69%.
მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 2,2 ათასი ფაქტი 8 თვეში, საიდანაც გახსნილია 81,4%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული ასე გამოიყურება:
ოჯახური ძალადობა – 3.162 ფაქტი
ნარკოდანაშაული – 2.217 ფაქტი
სატრანსპორტო დანაშაული – 2.055 ფაქტი
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ რვა თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 46 მკვლელობა, აქედან 16 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 124 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 107 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 23 – მექრთამეობა, 6 - ტერორიზმი.
საქართველოში 2021 წლის 30 ივლისამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა10.486 ადამიანი. აქედან 719 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 3.283 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.