Georgian Airways-ში თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზები დაასახელეს

© Facebook / Georgian AirwaysGeorgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
დაშვების შემდეგ ხარვეზი გამოსწორდა და ამ დროისთვის იგივე თვითმფრინავი თბილისი-ვენის მიმართულებით უკვე გაფრინდა.
თბილისი, 5 სექტემბერი- Sputnik. თვითმფრინავის აფრენის შემდეგ შასი არ დაიხურა, პილოტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან, განაცხადა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.
თბილისი-ვენის რეისმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ავარიული დაშვება განახორციელა.
ბოკერიას თქმით, ყველა მგზავრი არის უსაფრთხოდ, ხარვეზი გამოსწორებულია და რეისი იმავე თვითმფრინავით შესრულდება.
„აფრენის შემდეგ საბორტო კომპიუტერმა პილოტებს მისცა სიგნალი, რომ შასი არ დაიხურა... შესაბამისად, პილოტმა წესის და კანონის, ჩვენი დებულების შესაბამისად, მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამოეძახა ჯგუფი, შეეფასებინა ხარვეზი, გამოესწორებინა ხარვეზი და შემდგომ შეფასების შემდეგ განეხორციელებინა ეს რეისი. იქედან გამომდინარე, რომ ბორტი იყო სავსე საავიაციო საწვავით, საჭირო იყო ამ საწვავის დაწვა, რადგან სავსე ბაკით შეუძლებელია თვითმფრინავის დაშვება“, - განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.
ბორტზე ეკიპაჟის გარდა 180 მგზავრი იმყოფებოდა, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. დაშვების შემდეგ მათი ევაკუაცია განხორცილდა.
 Georgian Airways Airzena-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
ინციდენტი რეისზე თბილისი-ვენა: თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაჯდა
ბოკერიას თქმით, გაფრენის წინ ლაინერმა ტექნიკური შემოწმება გაიარა. დაშვების შემდეგ ხარვეზი გამოსწორდა და ამ დროისთვის იგივე თვითმფრინავი თბილისი-ვენის მიმართულებით უკვე გაფრინდა.
180 მგზავრიდან რამდენიმე ადამიანმა მგზავრობაზე უარი განაცხადა და მათ ბილეთების საფასური აუნაზღაურდებათ, განაცხადა ბოკერიამ.
ყველა ახალი ამბავი
0