https://sputnik-georgia.com/20210904/tika-pacaciam-imiji-sheicvala-259293101.html
„გაახლება ყოველთვის კარგი იდეაა“ - თიკა ფაცაციამ იმიჯი შეიცვალა
„გაახლება ყოველთვის კარგი იდეაა“ - თიკა ფაცაციამ იმიჯი შეიცვალა
Sputnik საქართველო
თიკა ფაცაციას როგორც ჩანს, იმიჯის შეცვლა კარგ ხასიათზე აყენებს. ნახეთ რა შეიცვალა გარეგნობაში ამჯერად 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T15:00+0400
2021-09-04T15:00+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0d/248958758_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_558fd8a0c5f17321baadb2413d042c31.jpg
თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ ხელმომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.ამჯერად თიკა „ინსტაგრამზე“ ფოტოს შეცვლილი იმიჯით აქვეყნებს. „გაახლება ყოველთვის კარგი იდეაა. არ იფიქროთ ბევრი და სცადეთ... მოგწონთ?“ - წერს ტელეწამყვანი.თიკა ფაცაცია რეიტინგული ტელეწამყვანია. არ ნელდება მისი მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0d/248958758_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_f25ec061558ddcc8bc9838aa81f3d5c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თიკა ფაცაცია დავით ანთელაძე
თიკა ფაცაცია დავით ანთელაძე
„გაახლება ყოველთვის კარგი იდეაა“ - თიკა ფაცაციამ იმიჯი შეიცვალა
15:00 04.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) თიკა ფაცაციას როგორც ჩანს, იმიჯის შეცვლა კარგ ხასიათზე აყენებს. ნახეთ რა შეიცვალა გარეგნობაში ამჯერად
თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ ხელმომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა „ინსტაგრამზე“ ფოტოს შეცვლილი იმიჯით აქვეყნებს. „გაახლება ყოველთვის კარგი იდეაა. არ იფიქროთ ბევრი და სცადეთ... მოგწონთ?“ - წერს ტელეწამყვანი.
როგორც ჩანს, თიკას გამომწერებსა და გულშემატკივრებს მისი ახალი ვარცხნილობა მოეწონათ და კომპლიმენტებიც არ დაიშურეს: „ულამაზესი თიკა, ყველაფერი რომ უხდება“, „ძალიან გიხდება“, „სასწაული გოგო ხარ“, - წერენ კომენტარებში.
თიკა ფაცაცია რეიტინგული ტელეწამყვანია. არ ნელდება მისი მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.
მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.