https://sputnik-georgia.com/20210904/shorena-begasvili-lasha-barateli-259281816.html
„როცა ხვდები, რომ სასურველი აღარ ხარ“ -რა მოხდა შორენა ბეგაშვილს და მის შეყვარებულს შორის?
„როცა ხვდები, რომ სასურველი აღარ ხარ“ -რა მოხდა შორენა ბეგაშვილს და მის შეყვარებულს შორის?
Sputnik საქართველო
ესპანეთიდან დაბრუნებულმა შორენა ბეგაშვილმა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის დეტალები გაამხილა 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T12:00+0400
2021-09-04T12:00+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792262_0:162:1537:1026_1920x0_80_0_0_ace67a65be53c41be0f0d99fcf0f8cff.jpg
შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა და საყვარელი მამაკაცი რამდენჯერმე საეჭვოდ ახსენა. როდესაც ბეგაშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა გათხოვებას, შორენამ უპასუხა, რომ საკმაო რაოდენობით გათხოვდა და ამ ეტაპზე თავს შეიკავებს სანამ იდეალურ მამაკაცს იპოვის.მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ხელმომწერმა შეახსენა, რომ იდეალური მამაკაცი უკვე იპოვა, შორენამ აღნიშნა, რომ მან კი იპოვა, თუმცა მთავარია იმ მამაკაცმაც იპოვოს. შემდეგი კითხვა ურთიერთობის დასრულებას ეხებოდა. ქალმა შორენას რჩევა ჰკითხა, როგორ უნდა დაასრულოს 8-წლიანი ურთიერთობა, რაზეც მსახიობმა უპასუხა, რომ კაცს მაშინ უნდა დაშორდეს, როდესაც ხვდება, რომ მისთვის სასურველი აღარ არის.უცნობია ამ მინიშნებებით შორენა რაიმეს თქმას ცდილობს თუ არა მისი საყვარელი მამაკაცისთვის, თუმცა ერთი რამ ცხადია, წყვილს შორის ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ჩანს.მიუხედავად იმისა, რომ შორენა ხშირად აღნიშნავს, რომ მანძილი, რაც მასა და მის ახალ სიყვარულს შორის არსებობს, მხოლოდ კარგის მომტანია, როგორც ჩანს, სიშორემ წყვილს შორის ეჭვები გააჩინა.შორენას ახალი პარტნიორი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. როგორც მსახიობი ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ორი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ისევე, როგორც მორიგი ახალი ურთიერთობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792262_0:18:1537:1170_1920x0_80_0_0_71095ea97a23cd3c14a8a8368ab9e3a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შორენა ბეგაშვილი ლაშა ბარათელი
შორენა ბეგაშვილი ლაშა ბარათელი
„როცა ხვდები, რომ სასურველი აღარ ხარ“ -რა მოხდა შორენა ბეგაშვილს და მის შეყვარებულს შორის?
12:00 04.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ესპანეთიდან დაბრუნებულმა შორენა ბეგაშვილმა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის დეტალები გაამხილა
შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა და საყვარელი მამაკაცი რამდენჯერმე საეჭვოდ ახსენა. როდესაც ბეგაშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა გათხოვებას, შორენამ უპასუხა, რომ საკმაო რაოდენობით გათხოვდა და ამ ეტაპზე თავს შეიკავებს სანამ იდეალურ მამაკაცს იპოვის.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ხელმომწერმა შეახსენა, რომ იდეალური მამაკაცი უკვე იპოვა, შორენამ აღნიშნა, რომ მან კი იპოვა, თუმცა მთავარია იმ მამაკაცმაც იპოვოს. შემდეგი კითხვა ურთიერთობის დასრულებას ეხებოდა. ქალმა შორენას რჩევა ჰკითხა, როგორ უნდა დაასრულოს 8-წლიანი ურთიერთობა, რაზეც მსახიობმა უპასუხა, რომ კაცს მაშინ უნდა დაშორდეს, როდესაც ხვდება, რომ მისთვის სასურველი აღარ არის.
უცნობია ამ მინიშნებებით შორენა რაიმეს თქმას ცდილობს თუ არა მისი საყვარელი მამაკაცისთვის, თუმცა ერთი რამ ცხადია, წყვილს შორის ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ შორენა ხშირად აღნიშნავს, რომ მანძილი, რაც მასა და მის ახალ სიყვარულს შორის არსებობს, მხოლოდ კარგის მომტანია, როგორც ჩანს, სიშორემ წყვილს შორის ეჭვები გააჩინა.
შორენას ახალი პარტნიორი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. როგორც მსახიობი ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ორი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ისევე, როგორც მორიგი ახალი ურთიერთობა.