https://sputnik-georgia.com/20210904/qartveli-rejisori-san-sebastianis-kinofestivalis-jiuris-tavmjdomare-iqneba-259315874.html
ქართველი რეჟისორი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება
ქართველი რეჟისორი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება
Sputnik საქართველო
შარშან სან-სებსტიანის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა ფურორი მოახდინა და ოთხი მთავარი ჯილდო მოიპოვა 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T17:03+0400
2021-09-04T17:03+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250714421_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_75055f66fe5115e52bf5c4562d9d0004.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კინოცენტრის ინფოემაციით, სან-სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. იგი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება.აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ სან-სებასტიანში ტრიუმფი მოახდინა და ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა. კერძოდ, ფილმი მთავარი ჯილდოს - „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. გარდა ამისა, ფილმმა მოიპოვა სამი მთავარი ჯილდო: დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა); ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა); დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი). მანამდე ფილმმა „დასაწყისი“ ტორონტოს ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრემია მოიპოვა. გარდა ამისა, 2021 წლის თებერვალში ფილმი „დასაწყისი" ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა. ასევე, ფილმი ავტორიტეტულმა პორტალმა IndieWire იმ 15 საუკეთესო საერთაშორისო კინოსურათს შორის დაასახელა, რომლებიც შეიძლება „ოსკარის“ ნომინანტები გახდნენ.რაზეა ფილმი „დასაწყისი“ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს. ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი. ფილმი გადაღებულია კინოცენტრის მხარდაჭერით ლაგოდეხში, რეჟისორის მშობლიურ მხარეში. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.
https://sputnik-georgia.com/20210203/qarTuli-filmi-dasawyisi-triestes-saerTaSOriso-kinofestivalis-gamarjvebuli-gaxda-250788297.html
https://sputnik-georgia.com/20200927/dea-kulumbegaSvilis-filmma-dasawyisi-san-sebastianSi-mTavari-jildo-moipova-249555016.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250714421_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_70dc41fd7835c010151173d7c53401eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში
ქართველი რეჟისორი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება
17:03 04.09.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) შარშან სან-სებსტიანის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა ფურორი მოახდინა და ოთხი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
კინოცენტრის ინფოემაციით, სან-სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. იგი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ სან-სებასტიანში ტრიუმფი მოახდინა და ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა.
კერძოდ, ფილმი მთავარი ჯილდოს - „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. გარდა ამისა, ფილმმა მოიპოვა სამი მთავარი ჯილდო: დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა); ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა); დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი).
მანამდე ფილმმა „დასაწყისი“ ტორონტოს ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრემია მოიპოვა. გარდა ამისა, 2021 წლის თებერვალში ფილმი „დასაწყისი" ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ფილმმა ასევე მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა. ასევე, ფილმი ავტორიტეტულმა პორტალმა IndieWire იმ 15 საუკეთესო საერთაშორისო კინოსურათს შორის დაასახელა, რომლებიც შეიძლება „ოსკარის“ ნომინანტები გახდნენ.
ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.
27 სექტემბერი 2020, 09:39
ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი. ფილმი გადაღებულია კინოცენტრის მხარდაჭერით ლაგოდეხში, რეჟისორის მშობლიურ მხარეში.
2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.