მეხუთე სეზონი: საიუბილეო Ты супер! ეთერში 5 სექტემბერს გავა

© photo: Sputnik / Anton Denisovმუსიკალური ვოკალური პროექტი "Ты супер!"
მუსიკალური ვოკალური პროექტი Ты супер! - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ტელეარხმა НТВ საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! მეხუთე საიუბილეო სეზონის პრემიერის თარიღი გამოაცხადა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის. სატელევიზიო პროექტის პირველი გადაცემა 5 სექტემბერს გავა ეთერში.
კონკურსის წესები ოდნავ შეიცვალა: საიუბილეო სეზონში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას მიმღებ ოჯახებში, სკოლა-ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვები, თუმცა ამჯერად მათთან ერთად შოუს სცენაზე პირველად გამოჩნდებიან ბავშვები იმ მრავალშვილიანი ოჯახებიდან, რომლებშიც ხუთი ან მეტი ბავშვი იზრდება. მეხუთე სეზონში სულ 51 კონკურსანტი გამოვა. პროექტი მოიცავს ოთხ ქვეყანას: რუსეთს, ბელარუსს, მოლდოვასა და უზბეკეთს.
ჟიურის შემადგენლობაში კვლავ შედიან კომპოზიტორი იგორ კრუტოი, როკ-ჯგუფ „ნოჩნიე სნაიპერის“ ლიდერი დიანა არბენინა, მუსიკოსი და მსახიობი ალექსეი ვორობიოვი, ასევე მომღერალი და კომპოზიტორი ირინა დუბცოვა, რომელმაც მოუწოდა ნორჩ კონკურსანტებს, არაფრის შეეშინდეთ და წინ იარონ.

„ვიქნები ბანალური და გეტყვით იმას, რაც თავად მინდოდა მომესმინა, როცა კონკურსანტი ვიყავი. ამბობენ, რომ მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა. პრაქტიკულად ყველა დაეთანხმება ამას, მაგრამ ცოტას მოიტყუება. კონკურსში გამარჯვება ყველას უნდა. მაგრამ მონაწილეობის პროცესში მნიშვნელოვანია არა იმაზე ფიქრი, როგორ დაამტკიცო, რომ ყველაზე უკეთესი ხარ, არამედ იმაზე, რას მღერი, რა გზავნილი მოდის შენგან. ყველა მონაწილეს დიდ გამარჯვებას ვუსურვებ. არაფრის შეგეშინდეთ, როგორც შევძლებთ, ყველას გაგამხნევებთ“, — თქვა მან.

ირინა დუბცოვას სურვილებს შეუერთდა ალექსეი ვორობიოვიც.
„არ იღელვოთ, იმიტომ რომ ჟიურის ყველა წევრი, პედაგოგი და ტელერახ НТВ-ს მთელი გუნდი ამ პროექტში მხოლოდ იმისთვისაა, რომ დაგეხმარონ იყოთ თავდაჯერებულები, დაგეხმარონ ნაბიჯი შედგათ დიდ სცენაზე და მოიპოვოთ მილიონობით ტელემაყურებლის სიყვარული. ჩვენ მზად ვართ გვიყვარდეთ და მხარი დაგიჭიროთ“, — თქვა მან.
პროექტის წამყვანები კვლავ ვადიმ ტაკმენიოვი და ანასტასია პაკი იქნებიან.
ვოკალურ კონკურსს Ты супер! ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ატარებენ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტი მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს ნიჭის წარმოჩენასა და სანუკვარი ოცნების ასრულებაში ეხმარება.
ყველა ახალი ამბავი
0