„რატომ გეძახიან „დედაოს“? – შორენა ბეგაშვილის გულახდილი პასუხი

© Facebook / Shorenas epeqtiშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ ცნობილ მოდელს და ტელეწამყვანს „დედაოს“ ეძახიან. თუ რატომ, ნახეთ სტატიაში.
შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერების აურაცხელ კითხვას უპასუხა. აღმოჩნდა, რომ ამისკენ შორენას მისმა შვილმა ევამ უბიძგა. ხელმომწერების ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ ეძახიან ცნობილ მოდელს „დედაოს“, რაზეც შორენამ გულახდილი პასუხი გასცა.

„შავი ტანსაცმლით დავდივარ, საჩუქრებს მიგზავნიან და თითქმის სულ მარტო ვარ“, – აღნიშნა მოდელმა.

ბეგაშვილი რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ხანგრძლივი შვებულებიდან დაბრუნდა. ესპანეთში ზაფხულის გატარების შემდეგ შორენამ ახალი შემართებით დაიწყო საკუთარი გადაცემის ახალი სეზონისთვის მუშაობა.
მოდელსა და მსახიობს ცხოვრების სტიმულს საყვარელი მამაკაცი აძლევს, რომლის ვინაობაც რამდენიმე თვის წინ გასაჯაროვდა. შორენა ბეგაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდზე ლაშა ბარათელზეა შეყვარებული, რომელიც ამჟამად უკრიანაში ცხოვრობს.
ქალი აღნიშნავს, რომ წყვილს შორის მანძილი გრძნობებზე დადებითად მოქმედებს და ურთიერთობაც უფრო საინტერესო და მიმზიდველია.
ყველა ახალი ამბავი
0