ძლიერი ქარი 4 სექტემბრამდე შენარჩუნდება

© press-service of the municipality of Poti cityუამინდობა
უამინდობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი და მცირე ნალექია ნავარაუდევი.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარი 4 სექტემბრამდე შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 3 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 18–23 გრადუსი იქნება.
4 სექტემბერს გამოიდარებს, 8 სექტემბრამდე კი ცალკეულ რაიონებში ნავარაუდევია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 22–27 გრადუსამდე მოიმატებს.
ძლიერი სეტყვა თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
კახეთს კვლავ სეტყვამ გადაუარა: რა ვითარებაა რეგიონში
აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 8 სექტემბრამდე ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23–28 გრადუსი იქნება.
თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა პლუს 13–15 გრადუსამდე დაიკლებს. 8 სექტემბრამდე ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. 3–5 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა პლუს 24–26 გრადუსი იქნება, 6 სექტემბრიდან კი 29 გრადუსამდე მიმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0