https://sputnik-georgia.com/20210903/ramdenma-permerma-chaabara-dasetyvili-yrzeni-259267725.html
დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების ვადა იწურება
დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების ვადა იწურება
Sputnik საქართველო
კახეთში არსებული საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T09:35+0400
2021-09-03T09:35+0400
2021-09-03T13:32+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24214/88/242148827_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_35f65a23ce85b98eea08618b8d8290eb.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერებისგან 12 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი მიიღეს და გადაამუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.კახეთის მხარეში ცხრა ლოკაციაზე სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ აგრძელებს სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღებას. ჩაბარებული ყურძნიდან ფერმერების შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია.26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კილოგრამ დაზიანებულ „რქაწითელში“ სახელმწიფო 80 თეთრს იხდის, „საფერავში“ – 1 ლარს.საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ.ის ფერმერები კი, რომელთა მოსავალი მთლიანად განადგურდა, კომპენსაციის სახით 1 ჰექტარ ფართობზე 3 ათას ლარს მიიღებენ.გარდა ამისა, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ს, ხოლო ვაზზე – 50%-ს აფინანსებს.
https://sputnik-georgia.com/20210821/rTveli-2021-kompaniebisTvis-subsidirebis-pirobebi-Seicvala-252638691.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24214/88/242148827_212:0:2000:1341_1920x0_80_0_0_d93fa12024bdc47e1d47449f456e1de3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების ვადა იწურება
09:35 03.09.2021 (განახლებულია: 13:32 03.09.2021) კახეთში არსებული საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერებისგან 12 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი მიიღეს და გადაამუშავეს, იუწყება
ღვინის ეროვნული სააგენტო.
კახეთის მხარეში ცხრა ლოკაციაზე სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ აგრძელებს სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღებას. ჩაბარებული ყურძნიდან ფერმერების შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კილოგრამ დაზიანებულ „რქაწითელში“ სახელმწიფო 80 თეთრს იხდის, „საფერავში“ – 1 ლარს.
საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ.
ის ფერმერები კი, რომელთა მოსავალი მთლიანად განადგურდა, კომპენსაციის სახით 1 ჰექტარ ფართობზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ს, ხოლო ვაზზე – 50%-ს აფინანსებს.