პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა – რა მოხდა სინამდვილეში

CC BY 2.0 / Paisley Scotland / Princess Diana at Accord Hospiceპრინცესა დაიანა
პრინცესა დაიანა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
არსებობს ვერსია, რომ პრინცესა დიანასა და დოდი ალფაედის სიკვდილი უბედური შემთხვევით არ იყო გამოწვეული.
პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან ზუსტად 24 წელი გავიდა. 1997 წლის 31 აგვისტოს 36 წლის ასაკში ლედი დი ავტოავარიაში დაიღუპა. საზოგადოების ნაწილი მის სიკვდილში დედოფალ ელისაბედ მეორეს ადანაშაულებს, ზოგი პაპარაცებს სდებს ბრალს, რომლებიც პრინცესას გამუდმებით კუდში დასდევდნენ, ზოგი პრინცესას სიკვდილში თავად პრინც ჩარლზსა და კამილა პარკერს ადანაშაულებს. თუმცა, ოფიციალური ვერსიით, ავარია მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.
პრინცესა დაიანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
პრინცესა დაიანას ძმისშვილი 32 წლით უფროს მილიარდერზე გათხოვდა - ფოტოები
დიანა გრაფ სპენსერის ქალიშვილი და სპენსერ-ჩერჩილების ოჯახის წარმომადგენელი იყო. დიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი, პრინცი უილიამი შეეძინათ, 1984 წელს მეორე ვაჟი ჰარი დაიბადა. რამდენიმე წელში ჩარლზსა და დიანას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.
ამასთან ერთად, ცნობილი გახდა დიანას ჯეიმზ ჰევითთან ურთიერთობის შესახებ. თანაც, დიანა ვერ ეგუებოდა სამეფო კარის ცხოვრებას, რაც 1995 წელს განქორწინებით დასრულდა. ჩარლზთან გაყრიდან რამდენიმე თვეში მან დოდი ალფაედი გაიცნო, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დიანას დოდი შეუყვარდა, დოდის კი — დიანა. ის ბედნიერი იყო, რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა.
პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი პრინცესა დაიანას ძეგლთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
დაიანას ახალი ძეგლი - პრინცესა 60 წლის გახდებოდა
1997 წლის ზაფხულში ისინი პარიზში ისვენებდნენ. 31 აგვისტოს დიანა და დოდი ავტოკატასტროფაში მოხვდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებობს ვერსია, რომ დიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით არ იყო გამოწვეული. ზოგიერთები თვლიან, რომ დიანას ეს მოუწყვეს. ამასთან, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ამ თემასთან დაკავშირებით დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად „კრიმინალური მკვლელობა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.
ყველა ახალი ამბავი
0