„საუკეთესო წყვილი...“ – ოთო ფოლადაშვილის და ჯულიანა ბარგნარის ახალი ფოტოები

© courtesy of OTaber Poladashviliჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილი
ჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ვარსკვლავური წყვილის ამბებს წლებია განიხილავენ. შეუდარებელი მოცეკვავეები კი „დუმილის უფლებას იყენებენ“.
ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
ამჯერად ოთო ფოლადაშვილი ჯულიანა ბარგნართან გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.

„ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყვილი“, „სასწაულები ხართ“, „საუკეთესო წყვილი“, „საუკეთესოთა შორის საუკეთესოები“, – წერენ „ინსტაგრამზე“.

ოთომ და ჯულიანამ პოპულარობა დიდი შრომის, პროფესიონალიზმის, ულევი ენერგიისა და შარმის ხარჯზე მოიხვეჭეს. საზოგადოებამ მათი ცეკვა უფრო და უფრო შეიყვარა, რადგან ყოველი ახალი გამოსვლა ერთ დიდ ზეიმს ჰგავს. გარდა იმისა, რომ ცეკვაში ერთმანეთს ავსებენ, ახლა სასიყვარულო რომანზეც ალაპარაკდნენ.
უკვე რამდენიმე წელია ერთად ცეკვავენ, სხვადასხვა შეჯიბრებსა თუ კონკურსზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. არაერთი კარიერული წარმატება ერთობლივად აქვთ მოპოვებული. ოთოს და ჯულიანას გრაფიკი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დასრულების შემდეგაც არ უმსუბუქდებათ.
ახალი საქმე ერთად წამოიწყეს და საკუთარი საცეკვაო სტუდია გახსნეს. ცეკვიდან ბიზნესში გადაინაცვლეს. ახალ თაობას ერთად ზრდიან და წვრთნიან. საცეკვაო სტუდიას სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – OTo&Juliana PrOJect. პირად ცხოვრებაზე არც ერთი ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ფოტოებით, გულშემატკივრებისა და მეგობრების კომენტარებიდან ნათელია, რომ ისინი ერთად არიან.
ყველა ახალი ამბავი
0