https://sputnik-georgia.com/20210903/dedebis-marshi-tbilisshi-259297381.html
ქალაქი ხალხისთვის: ანა დოლიძემ თბილისში „დედების მარში“ ჩაატარა
ქალაქი ხალხისთვის: ანა დოლიძემ თბილისში „დედების მარში“ ჩაატარა
Sputnik საქართველო
ჩვენი ქუჩები ბავშვების სასეირნოდ სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება, განაცხადა მერობის კანდიდატმა. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T17:17+0400
2021-09-03T17:17+0400
2021-09-03T20:01+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259289257_49:67:1169:697_1920x0_80_0_0_602f3ed0d69718c1c15d559bdccd05a2.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. თბილისში პოლიტიკური პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებლისა და დედაქალაქის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის ორგანიზებით „დედების მარში“ გაიმართა.დოლიძის თქმით, დედაქალაქის ქუჩები ბავშვების გასასეირნებლად სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება – ქალაქში ტროტუარების ნაკლებობაა, ხოლო იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკებია, გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ტროტუარებზე ავტომობილები დგას. „ნუცუბიძის ქუჩაზე რომ გაიარო, შუა გზაზე უნდა გახვიდე, რითიც საფრთხეს უქმნი როგორც ბავშვს, ისე საკუთარ თავს. მეგობრებო, აირჩიეთ ისეთი მერი, რომელსაც აწუხებს ქალაქის პრობლემები და რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ ეს ქალაქი იყოს ხალხისთვის“, – განაცხადა დოლიძემ საკუთარ ვიდეობლოგში.ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის 2 ოქტომბრის არჩევნებზე სხვა კანდიდატებთან ერთად იბრძოლებს. პოლიტიკოსმა პარტია „ხალხისთვის“ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააფუძნა.დოლიძე წარსულში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, ასევე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი. კარიერის დასაწყისში ანა დოლიძე აქტიურად მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
https://sputnik-georgia.com/20210821/ana-doliZis-partiam-Tbilisis-maJoritarobis-kandidatebi-waradgina-252639689.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259289257_103:60:1060:778_1920x0_80_0_0_7ad377176453e47db7d50f95cb52b02b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ქალაქი ხალხისთვის: ანა დოლიძემ თბილისში „დედების მარში“ ჩაატარა
17:17 03.09.2021 (განახლებულია: 20:01 03.09.2021) ჩვენი ქუჩები ბავშვების სასეირნოდ სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. თბილისში პოლიტიკური პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებლისა და დედაქალაქის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის ორგანიზებით „დედების მარში“ გაიმართა.
დოლიძის თქმით, დედაქალაქის ქუჩები ბავშვების გასასეირნებლად სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება – ქალაქში ტროტუარების ნაკლებობაა, ხოლო იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკებია, გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ტროტუარებზე ავტომობილები დგას.
„ნუცუბიძის ქუჩაზე რომ გაიარო, შუა გზაზე უნდა გახვიდე, რითიც საფრთხეს უქმნი როგორც ბავშვს, ისე საკუთარ თავს. მეგობრებო, აირჩიეთ ისეთი მერი, რომელსაც აწუხებს ქალაქის პრობლემები და რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ ეს ქალაქი იყოს ხალხისთვის“, – განაცხადა დოლიძემ საკუთარ
ვიდეობლოგში.
ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის 2 ოქტომბრის არჩევნებზე სხვა კანდიდატებთან ერთად იბრძოლებს. პოლიტიკოსმა პარტია „ხალხისთვის“ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააფუძნა.
დოლიძე წარსულში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, ასევე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი. კარიერის დასაწყისში ანა დოლიძე აქტიურად მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.