დუმბაძის ნაწარმოებების კიდევ ერთი ეკრანიზაცია – პრემიერა მალე იქნება

© Pixabay / Free-Photosკინოკამერა
კინოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
ნოდარ დუმბაძის სამი ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერა წლის ბოლოს გაიმართება.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით კიდევ ერთი ქართული ფილმი „ბოშები“ იქმნება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
„ბოშები“ ნოდარ დუმბაძის სამ ნოველას ეფუძნება. ფილმს რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი თბილისსა და გურიაში იღებს.
ფილმში უკრაინელი და ქართველი, მათ შორის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის თეატრების მსახიობები მონაწილეობენ.
„ოსკარის ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
საქართველო „ოსკარის” პრემიისთვის კანდიდატ ფილმს ეძებს
სრულმეტრაჟიანი ფილმი „ბოშების“ სატელევიზიო პრემიერა მიმდინარე წლის ბოლოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იგეგმება.
ნოდარ დუმბაძე საქართველოში ერთ-ერთი საყვარელი მწერალია და განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის მოთხრობები და რომანები „მარადისობის კანონი", „მე ვხედავ მზეს", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „თეთრი ბაირაღები", „კუკარაჩა", „ჰელადოსი" და ა.შ.
დუმბაძის ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი. მისი ოთხი რომანი პიესებად გადაკეთდა და დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე, აგრეთვე შეიქმნა მისი რომანების ეკრანიზაციებიც.
ყველა ახალი ამბავი
0