„საცოდავი სიკვდილია... „შავი პარკი” ჩემს ოჯახს ხვდა წილად...“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი

© courtesy of Veriko Turashviliმაიკო კაჭკაჭიშვილი
მაიკო კაჭკაჭიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვლილი ოჯახის წევრის შესახებ წერს და ამბობს, რომ ისეთი უპატივცემულო სიკვდილი, როგორც კორონავირუსის შემდეგ დგება, არ არსებობს.
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ვინ არის 24 წლის რუსთაველი ბიჭი, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა
„შავი პარკი“ ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი (ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში), ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე?“ – წერს კომპოზიტორი.
მისი თქმით, ყოველდღე 80 ოჯახს ატანენ ამ „შავ პარკს“ და ვინც კიდევ ეტყვის, რომ საკუთარი იმუნიტეტის იმედზეა, არ იცავს რეგულაციებს, არ იცრება და არ არსებობს კოვიდი, სიტყვებიც არ აქვს ასეთი ადამიანების საპასუხოდ.
ავტოავარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
„შეყვარებულს გადაეფარა და დაიღუპა...“ – ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. იზრდება ლეტალობის შემთხვევებიც – ბოლო 24 საათში ვირუსმა 81 ადამიანი იმსხვერპლა. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0