მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უსაფრთხოა ადამიანებისთვის: შექმნილია გაჯეტების უსადენოდ დამტენი ოთახი

© Pixabayსმარტფონის ბატარეის დატენვა
სმარტფონის ბატარეის დატენვა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. იაპონელ და ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა შექმნა ოთახი, რომელშიც ელექტრონული მოწყობილობები სადენების გარეშე იტენება.
მათი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Electronics.
მიჩიგანისა და ტოკიოს უნივერსიტეტების სწავლულებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ელექტროენერგიას პირდაპირ ჰაერის გავლით გადასცემს. იაპონელმა ინჟინრებმა 3x3 მ ალუმინის საცდელი ოთახი ააგეს, რომლის კედლებიც ტელეფონებს, ნათურებსა და ვენტილატორებს 50W სიმძლავრეს აწვდის.
Huawei - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2020
იქმნება გაჯეტების უსადენო ლაზერული დამტენი: Huawei-მ გამოგონება უკვე დააპატენტა
მოწყობილობები უსადენოდ იტენება ოთახის ნებისმიერ ადგილზე, ავეჯისა თუ ცოცხალი არსებების ადგილმდებარეობის მიუხედავად. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სისტემა უსაფრთხოა ადამიანებისთვის.

„შეგიძლიათ სადენების გარეშე დატენოთ ლეპტოპი ან პლანშეტი. ამ ტექნოლოგიას სხვა გამოყენებაც აქვს. მაგალითად, თანამედროვე გულის იმპლანტანტები სადენიანია, ჩვენი ტექნოლოგია კი იმპლანტს კვების წყაროსთან კაბელის გარეშე დააკავშირებს. ეს შეამცირებს ინფექციის რისკს და გააუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს“, — განმარტა კვლევის თანაავტორმა ალენკონ სემპლმა.

როგორც გამომგონებლები ირწმუნებიან, ახალი სისტემა ბევრად უკეთესია უკაბელო დატენვის წინა პროტოტიპებზე, რომლებიც პოტენციურად საშიშ მიკროტალღურ გამოსხივებას იყენებენ, ან რომლებსაც გაჯეტის დასატენად სპეციალური სადგამი ესაჭიროება.
მეცნიერთა გუნდი ახლა მუშაობს უკაბელო კვების წყაროს უფრო მცირე სივრცის შექმნაზე, მაგალითად, როგორიცაა უჯრა, რომელიც მუდმივად დატენის მასში შენახულ მოწყობილობას.
ყველა ახალი ამბავი
0