Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აცრილებს უფრო სწრაფად და მსუბუქად გადააქვთ კორონავირუსი: ბრიტანელი მეცნიერების კვლევა

© AP Photo / Tsafrir Abayovვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ზე აცრილ ადამიანებში კორონავირუსის ხანგრძლივი და მძიმე მიმდინარეობის ალბათობა ორჯერ დაბალია, ვიდრე აუცრელებში, ნათქვამია სტატიაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა COVID-19-ზე დადებითი ტესტის მქონე ადამიანებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ პირები, რომლებსაც 8 დეკემბრიდან 4 ივლისამდე პერიოდში Pfizer, Moderna ან AstraZeneca-ს ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა ჰქონდათ მიღებული, ასევე პირები, რომლებსაც ვაქცინაცია არ გაუვლიათ.
კვლევის შედეგები ეყრდნობოდა 2 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემებს, რომლებიც ლონდონის სამეფო კოლეჯის მიერ შემუშავებულ სპეციალურ აპლიკაციაში დარეგისტრირდნენ. აპლიკაცია გამოიყენებოდა სიმპტომების, ტესტების შედეგების და ვაქცინაციის შესახებ მონაცემების ჩასაწერად.
კორონავირუსის უჯრედი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
მსოფლიო დღეს
სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს
მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 1,2 მილიონი ადამიანიდან, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს, კორონავირუსით დაინფიცირდა 6 ათასი ადამიანი (0,5%), ხოლო მეორე დოზით ვაქცინირებულთა ჯგუფიდან (970 ათასზე მეტი ადამიანი) COVID-19 2,3 ათასს გამოუვლინდა (0,2%).

„ჩვენ დავადგინეთ, რომ ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემთხვევაში აცრის შემდგომი ინფიცირებიდან 28 და მეტი დღის განმავლობაში სიმპტომების გამოჩენის ალბათობა დაახლოებით ორჯერ მცირდება. ეს შედეგი ადასტურებს, რომ COVID-19-ის ხანგრძლივი მიმდინარეობის რისკი მცირდება მათში, ვინც ორჯერადი ვაქცინაცია ჩაიტარა, ზოგადად დაინფიცირების ალბათობის დადასტურებულ შემცირებასთან ერთად... ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ COVID-19 მიმდინარეობდა ნაკლებად მძიმე ფორმით, ვიდრე არავაქცინირებულ მონაწილეებში“, – ნათქვამია სტატიაში.

მეცნიერთა თქმით, ვაქცინაცია ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს და ზრდის დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის ალბათობას, მათ შორის 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში. აუცრელებთან შედარებით აცრილ მონაწილეებში თითქმის ყველა სიმპტომი იშვიათად შეინიშნებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0