ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ოჯახური კონფლიქტის დროს ძმას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ირკვევა, რომ 2021 წლის 30 ივნისს ბრალდებულმა ჯ.ქ.-მ ოჯახური კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით საკუთარ ძმას, ასევე ჯ.ქ.-ს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი იზოლატორში გარდაცვლილი ნახეს
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ჯ.ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს და მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ქ.-ს სასჯელის სახედ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ყველა ახალი ამბავი
0