https://sputnik-georgia.com/20210901/saqartveloshi-pirbadis-tarebis-machvenebelma-iklo-259198183.html
თუ პირბადეს მაქსიმალურად არ გამოიყენებთ, მაშინ...
თუ პირბადეს მაქსიმალურად არ გამოიყენებთ, მაშინ...
Sputnik საქართველო
კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება, განაცხადა ეპიდემიოლოგმა. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T10:40+0400
2021-09-01T10:40+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260173_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_bb3a460aa7dbd43d4891445da0c4385d.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-დან 47%-ზე ჩამოვიდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.იმისათვის, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა იკლოს, პირბადის ტარების მაჩვენებელმა 85%-ს უნდა მიაღწიოს.იმ შემთხვევაში, თუ ამ მაჩვენებელს 95%-მდე გავზრდით, დარწმუნებული იყავით, რომ პანდემია უფრო მალე შეკავდება“, – განაცხადა გამყრელიძემ. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, თუ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები გაგრძელდება, მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იქნება და პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზრდება, საქართველოში დეკემბერში ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 1–2 ათასის ფარგლებში იქნება.გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება პრეპარატები, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს კორონავირუსზე.საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4.778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 549 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 493 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 7.408 პირი.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს.სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
https://sputnik-georgia.com/20210831/gamyrelize-drevandeli-semtxvevebis-15-procenti-14-wlamde-bavsvebi-arian-259185940.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260173_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_e2fb54232c8cfed2cb6e08437351065d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თუ პირბადეს მაქსიმალურად არ გამოიყენებთ, მაშინ...
10:40 01.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება, განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-დან 47%-ზე ჩამოვიდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
იმისათვის, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა იკლოს, პირბადის ტარების მაჩვენებელმა 85%-ს უნდა მიაღწიოს.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მაჩვენებელს 95%-მდე გავზრდით, დარწმუნებული იყავით, რომ პანდემია უფრო მალე შეკავდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, თუ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები გაგრძელდება, მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იქნება და პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზრდება, საქართველოში დეკემბერში ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 1–2 ათასის ფარგლებში იქნება.
გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება პრეპარატები, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს კორონავირუსზე.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4.778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 549 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 493 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 7.408 პირი.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.