https://sputnik-georgia.com/20210901/saqartvelos-fexburtis-nakrebis-mtavari-mwvrtneli-kosovostan-matci-unda-movigot-259228181.html
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: კოსოვოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: კოსოვოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ
Sputnik საქართველო
მწვრთნელმა სინანულით აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო სექტემბრის მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, და მას გამოჯანმრთელება უსურვა. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T20:55+0400
2021-09-01T20:55+0400
2021-09-01T22:40+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287188_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6b5fc9f70c70c516ef13fd557ad3d0a0.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი კოსოვოსთან – უმნიშვნელოვანესი თამაშია, რომელიც მისმა გუნდმა უნდა მოიგოს.„კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის უძლიერეს კლუბებში თამაშობენ. ჩვენს მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ. სამწუხაროდ, კოვიდ-რეგულაციების გამო მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის“, – მოჰყავს ფრანგი სპეციალისტის სიტყვები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.სანიოლმა იმაზეც ისაუბრა, როგორი მდგომარეობაა საქართველოს ნაკრებში კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩების წინ.„სიტუაცია ყოველთვის იდეალური არ არის. ყველა ფეხბურთელი ერთდროულად არ ჩამოსულა შეკრებაზე. ყაზაიშვილი მხოლოდ გუშინ ჩამოვიდა, კაშია, ხოჭოლავა და კიტეიშვილი – გუშინწინ. შემიძლია ვთქვა, რომ კოსოვოსთან შესახვედრად ისინი მზად არიან. რაც შეეხება ნიკა კაჭარავასა და ვაკო გვილიას, ისინი ნაკრებში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო არ გამოგვიძახებია“, – აღნიშნა სანიოლმა.საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომელიც ნაკრებს ტრავმის გამო ვერ შეუერთდა.„ხვიჩა თავიდანვე იყო სიაში და იმედი გვქონდა, რომ სექტემბრის მატჩებში ითამაშებდა. ის ნაკრების უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ველით ოქტომბრისთვის მის დაბრუნებას“, – აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.სანიოლის თქმით, მეკარის პოზიცია აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 20 წლის გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში თავისი პირველი სამი მატჩი გამართა და ესპანეთის ჩემპიონატის სამიდან ორი შეხვედრა „ნულზე“ დაასრულა.„მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა. ის მხოლოდ 20 წლისაა და „ვალენსიაში“ ჯერ სამად-სამი მატჩი ითამაშა. გიორგი ლორია საქართველოს ნაკრების პირველი ნომერია და ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ ამის შესაცვლელად“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი В ჯგუფში საქართველოსა და კოსოვოს შორის 2 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი შესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება კოსოვოს, მან ორივე შეხვედრა წააგო და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.
https://sputnik-georgia.com/20210901/sportis-saministro-safexburto-matci-kosovos-damoukideblobis-ariarebas-ar-nisnavs-259224559.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287188_75:0:1214:854_1920x0_80_0_0_3fa3ba11e416782817f33e4660565175.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: კოსოვოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ
20:55 01.09.2021 (განახლებულია: 22:40 01.09.2021) მწვრთნელმა სინანულით აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო სექტემბრის მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, და მას გამოჯანმრთელება უსურვა.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი კოსოვოსთან – უმნიშვნელოვანესი თამაშია, რომელიც მისმა გუნდმა უნდა მოიგოს.
„კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის უძლიერეს კლუბებში თამაშობენ. ჩვენს მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ. სამწუხაროდ, კოვიდ-რეგულაციების გამო მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის“, – მოჰყავს ფრანგი სპეციალისტის სიტყვები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.სანიოლმა იმაზეც ისაუბრა, როგორი მდგომარეობაა საქართველოს ნაკრებში კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩების წინ.
„სიტუაცია ყოველთვის იდეალური არ არის. ყველა ფეხბურთელი ერთდროულად არ ჩამოსულა შეკრებაზე. ყაზაიშვილი მხოლოდ გუშინ ჩამოვიდა, კაშია, ხოჭოლავა და კიტეიშვილი – გუშინწინ. შემიძლია ვთქვა, რომ კოსოვოსთან შესახვედრად ისინი მზად არიან. რაც შეეხება ნიკა კაჭარავასა და ვაკო გვილიას, ისინი ნაკრებში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო არ გამოგვიძახებია“, – აღნიშნა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომელიც ნაკრებს ტრავმის გამო ვერ შეუერთდა.
„ხვიჩა თავიდანვე იყო სიაში და იმედი გვქონდა, რომ სექტემბრის მატჩებში ითამაშებდა. ის ნაკრების უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ველით ოქტომბრისთვის მის დაბრუნებას“, – აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.
სანიოლის თქმით, მეკარის პოზიცია აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 20 წლის გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში თავისი პირველი სამი მატჩი გამართა და ესპანეთის ჩემპიონატის სამიდან ორი შეხვედრა „ნულზე“ დაასრულა.
„მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა. ის მხოლოდ 20 წლისაა და „ვალენსიაში“ ჯერ სამად-სამი მატჩი ითამაშა. გიორგი ლორია საქართველოს ნაკრების პირველი ნომერია და ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ ამის შესაცვლელად“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი В ჯგუფში საქართველოსა და კოსოვოს შორის 2 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი შესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება კოსოვოს, მან ორივე შეხვედრა წააგო და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.