როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

გამოწერა
საქართველოში აგვისტოში ბევრი მიწისძვრა დაფიქსირდა. ყველაზე მძლავრი 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. მიწისქვეშა ბიძგები ძირითადად სოფელ სამებასთან (თბილისიდან 104 კილომეტრში) ფიქსირდებოდა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი რთული რეგიონია, სადაც ტექტონიკურად აქტიურ პროცესებთან ერთად პოსტვულკანური პროცესებიც მიმდინარეობს. მიწისძვრა შედეგია და არა მიზეზი, მიზეზი კი ტექტონიკური პროცესებია, აღნიშნავს ექსპერტი.
„Sputnik–საქართველოს“ ვიდეოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მიწისძვრის დროს.
ყველა ახალი ამბავი
0