მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონი განმარტავს: ამერიკელ სამხედროებს ქაბულში ძაღლები არ დაუტოვებიათ

CC BY 2.0 / DVIDSHUB / Handshakeსამხედრო მოსამსახურე და ძაღლი
სამხედრო მოსამსახურე და ძაღლი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელ სამხედროებს ქაბულში სამსახურებრივი ძაღლები არ დაუტოვებიათ, განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.

„მცდარი ინფორმაციის გასასწორებლად: ამერიკელ სამხედროებს არ დაუტოვებიათ ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტში ძაღლები გალიებში, მათ შორის, არც ხსენებული სამსახურებრივი ძაღლები. ინტერნეტით ვრცელდება ფოტოები ქაბულის ცხოველთა ხსნის სამსახურიდან (Kabul Small Animal Rescue) და არა ჩვენი ძაღლებისა“, — წერს კირბი საკუთარ Twitt-აკაუნტზე.

მანამდე თითქოსდა პენტაგონის მიერ ქაბულში დატოვებული ცხოველების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია American Humane-ის დირექტორმა რობინ განცერტმა გაავრცელა სოციალური ქსელით.
როგორც ირკვევა, Kabul Small Animal Rescue-ს ხელმძღვანელი, ამერიკელი შარლოტ მაქსველ-ჯონსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა თავისი ორგანიზაციის ავღანელი თანამშრომლებისა და ასევე თავშესაფრის ბინადარი ცხოველების — ძაღლებისა და კატების ევაკუაციას ქაბულიდან ან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, ან საკუთარი ჩარტერული რეისით. ამ მიზნით თავშესაფარმა შემოწირულობების შეგროვებაც გამოაცხადა. ორგანიზაციის მოწოდებას 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა მთელი მსოფლიოდან და ამ გზით 680 ათას დოლარზე მეტი შეგროვდა. თუმცა, ამ დროის ინფორმაციით, ცხოველების გაყვანა მაინც ვერ მოხერხდა.
ყველა ახალი ამბავი
0