51 წლის ნაომი კემპბელი ახალშობილ ქალიშვილთან ერთად სეირნობს – ფოტო

© AP Photo / Stephen Cherninნაომი კემბელი
ნაომი კემბელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
რამდენიმე თვის წინ 51 წლის ნაომი კემპბელმა საზოგადოება გააოცა, როდესაც განაცხადა, რომ სუროგატი დედის დახმარებით ქალიშვილი შეეძინა. ბავშვის მამის ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია.
ცოტა ხნის წინ ნაომიმ პირად ურთიერთობებზე გულწრფელად ისაუბრა. მისი განცხადებით, ურთიერთობებში მთავარი კომპრომისია. მან წლებთან ერთად ისწავლა, თუ როგორ იყოს დამთმობი.

„მე მჯერა, რომ ადამიანები თავიანთ მეორე ნახევრებს აუცილებლად იპოვიან. როდესაც შენი მეორე ნახევარი გიყურებს, უნდა გრძნობდე, რომ ის შენ ძლიერ ადამიანად აღგიქვამს“, – აცხადებს ნაომი.

ყველა ახალი ამბავი
0