„გუშინ მოულოდნელი სიხარული მომანიჭე“ – მარიტა მელიქიშვილი გიორგი გასვიანს მადლობას უხდის

© Facebook / Giorgi Gasvianiგიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ერთმანეთზე შეყვარებული ის ორი ადამიანია, რომელიც წლის საუკეთესო წყვილად აღიარეს.
მარიტა მელიქიშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ყვავილების თაიგულით ფოტო გამოაქვეყნა და მეუღლეს, მსახიობსა და ტელეწამყვან გიორგი გასვიანს მადლობა საჯაროდ გადაუხადა იმ ბედნიერი მომენტისთვის, რასაც მას ანიჭებს. ფოტოს უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს. მათ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წყვილად აღიარებენ.
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ დაოჯახებას ყველა დადებითი ემოციებით შეხვდა და ბევრი წერდა, რომ ისინი წლის საუკეთესო წყვილის წოდებასაც კი იმსახურებენ.
გიორგი და მარიტა სხვადასხვა გადაცემასა და შოუს სტუმრობენ და სიყვარულის საკუთარ ისტორიას ჰყვებიან. გიორგის თქმით, სიყვარული მისთვის არის მარიტა, რომელიც ერთდროულად ლამაზიცაა და საყვარელიც.
„მან ისეთი შეგრძნებები მომიტანა, მგონია, რომ მას ველოდებოდი ამდენი ხანი. მარიტამ გულწრფელი ბედნიერების შეგრძნება მომიტანა. ეს რომ არ დამენახა, არ გადავწყვეტდი დაქორწინებას. ჩემიანია, ჩემნაირია, ოღონდ ქალია… ხანდახან მგონია, რომ ჩემი ნეკნია“, – ამბობს გიორგი სიცილით ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუს დროს.
ცოტა ხნის წინ მარიტა 19 წლის გახდა. წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, თუმცა, როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს, ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ. ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთზე ყურებამდეა შეყვარებული. გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი 23 იანვარს დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0