https://sputnik-georgia.com/20210901/keiti-da-uiliami-kensingtonis-sasaxles-toveben-259214590.html
კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი სასახლეს ტოვებენ – რა ხდება ბრიტანეთის სამეფო კარზე
კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი სასახლეს ტოვებენ – რა ხდება ბრიტანეთის სამეფო კარზე
Sputnik საქართველო
შემოდგომა ცვლილებების დროა და, როგორც ბრიტანული პრესა წერს, პრინცი უილიამის ოჯახიც ცვლილებებისთვის ემზადება. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T15:32+0400
2021-09-01T15:32+0400
2021-09-01T20:16+0400
დიდი ბრიტანეთი
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24017/61/240176173_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_b9936ca24b557dd1973c2156ee512585.jpg
უილიამი, კეიტი, ჯორჯი, შარლოტა და ლუი კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ეს სასახლე, თავისი 21 ოთახით, რა ხანია უილიამის მფლობელობაშია. იქვე გადავიდნენ კეიტის მშობლები, რომლებიც ქალიშვილს ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან.ერთი პერიოდი აქ ჰარი და მეგანიც შეიკედლეს და საერთო მდივნები, პრეს-სამსახური და სხვა პერსონალი ჰყავდათ, თუმცა, როგორც ცნობილია, სასექსები მალე გადაბარგდნენ და ბრიტანეთიც დატოვეს. ახლა კი უილიამის ოჯახი უინძორის სასახლეში გადადის, დედოფალთან ახლოს.დედოფალი ბალმორალში ატარებს ზაფხულს და იქიდან დაბრუნებულს სახლი ბავშვების ჟრიამულით გაცოცხლებული დახვდება. თუ დაიღლება, ყოველთვის შეუძლია განმარტოება თავის ოთახში, სადაც, ტრადიციულად, 18:00 საათზე მიიღებს ცხელ აბაზანას, დალევს საყვარელ კოქტეილ დიუბონეს, ივახშმებს და რომელიმე საყვარელ სერიალს ჩაუჯდება.იმასაც ამბობენ, რომ უილიამის გადაბარგება დაკავშირებულია ტახტზე მის სავარაუდო ასვლასთან. ბრიტანულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ სწორედ ის დაიკავებს ტახტს და არა მისი მამა – ჩარლზი.
https://sputnik-georgia.com/20170317/videoklubi-235237270.html
https://sputnik-georgia.com/20160307/230493092.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24017/61/240176173_195:0:2723:1896_1920x0_80_0_0_d9fbd43472901d0174aaeb776bc18604.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქეით მიდლტონი პრინცი უილიამი სამეფო კარი
ქეით მიდლტონი პრინცი უილიამი სამეფო კარი
კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი სასახლეს ტოვებენ – რა ხდება ბრიტანეთის სამეფო კარზე
15:32 01.09.2021 (განახლებულია: 20:16 01.09.2021) შემოდგომა ცვლილებების დროა და, როგორც ბრიტანული პრესა წერს, პრინცი უილიამის ოჯახიც ცვლილებებისთვის ემზადება.
უილიამი, კეიტი, ჯორჯი, შარლოტა და ლუი კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ეს სასახლე, თავისი 21 ოთახით, რა ხანია უილიამის მფლობელობაშია. იქვე გადავიდნენ კეიტის მშობლები, რომლებიც ქალიშვილს ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან.
ერთი პერიოდი აქ ჰარი და მეგანიც შეიკედლეს და საერთო მდივნები, პრეს-სამსახური და სხვა პერსონალი ჰყავდათ, თუმცა, როგორც ცნობილია, სასექსები მალე გადაბარგდნენ და ბრიტანეთიც დატოვეს. ახლა კი უილიამის ოჯახი უინძორის სასახლეში გადადის, დედოფალთან ახლოს.
დედოფალი ბალმორალში ატარებს ზაფხულს და იქიდან დაბრუნებულს სახლი ბავშვების ჟრიამულით გაცოცხლებული დახვდება. თუ დაიღლება, ყოველთვის შეუძლია განმარტოება თავის ოთახში, სადაც, ტრადიციულად, 18:00 საათზე მიიღებს ცხელ აბაზანას, დალევს საყვარელ კოქტეილ დიუბონეს, ივახშმებს და რომელიმე საყვარელ სერიალს ჩაუჯდება.
იმასაც ამბობენ, რომ უილიამის გადაბარგება დაკავშირებულია ტახტზე მის სავარაუდო ასვლასთან. ბრიტანულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ სწორედ ის დაიკავებს ტახტს და არა მისი მამა – ჩარლზი.