როგორია „იამანის“ რეალური ცხოვრება და ვისზეა შეყვარებული ახალბედა თურქი ვარსკვლავი

© Instagram / halilibrahimceyhnჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
ბოლო პერიოდში თურქული სერიალების მოყვარულთა გულები სერიალ „სხვისი შვილის“ მთავარმა პერსონაჟმა „იამანმა“ – ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა დაიპყრო. ჰალილს სერიალში მიღებულმა როლმა ათასობით თაყვანისმცემელი შემატა.
35 წლის მსახიობი სამსახიობო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს და „სხვისი შვილი“ მისი პირველი სერიალია. ჰალილი მომღერალი, კომპოზიტორი და ფოტომოდელია. იტაცებს ფოტოგრაფია. მისი ინტერესთა სფერო საკმაოდ დიდია. ყოველთვის ცდილობს წინ წავიდეს, არ უშინდება სიახლეებს და ბევრი რამის სწავლას ცდილობს.
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი 1986 წელს სტამბულში დაიბადა. 2007 წელს თურქეთის საუკეთესო მამაკაცი მოდელის ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში.
სოციალურ ქსელებში ჰალილს პოპულარობა 2009 წელს YouTube არხზე განთავსებულმა საკუთარმა სიმღერებმა მოუტანა, თუმცა პოპულარობა მაშინ თურქეთის საზღვრებს არ გასცდენია. დღეს კი მას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ და გულშემატკივრობენ. ინტერესი არ წყდება მსახიობის პირადი ცხოვრების მიმართ. ბევრს აინტერესებს არის თუ არა მსახიობი დაოჯახებული. ჰალილი დაქორწინებული არ არის და დადასტურებულად არც ისაა ცნობილი, ჰყავს თუ არა მეგობარი გოგონა. თუმცა, თურქული პრესა წერს, რომ ჰალილს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სერიალში მის პარტნიორთან სილა თურქოღლუსთან.
ალბათ ეს ჭორი იმანაც განაპირობა, რომ ისინი დიდ დროს ატარებენ ერთად სამსახურის მიღმაც და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.
სერიალში ჰალილს საკმაოდ მკაცრი და მძიმე ხასიათის მქონე ადამიანის როლი ხვდა წილად. მისი პირსონაჟი თითქმის არასოდეს იღიმის. გულშემატკივრები დაინტერესდნენ, თუ როგორია რეალურ ცხოვრებაში მსახიობი, რის პასუხადაც ჰალილმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს აჩვენა, რომ გაღიმება და კარგ ხასიათზე ყოფნაც შეუძლია.

„როგორც იქნა, ჰალილმა გაღიმებული ფოტო დადო. ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარხარ“, „მთელი გულით გგულშემატკივრობ. არ გაჩერდე. შენ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას“, „რომ იცოდე როგორ გვენატრებოდი. როგორც იქნა, გამოაქვეყნე პოსტი. დიდი ხანი ველოდებოდით. არ გაჩერდე“, – სწერენ „ინსტაგრამის“ ხელმომწერები მსახიობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჰალილი ამბობს, რომ საკმაოდ ლაღი და თავისუფალი ბავშვობა ჰქონდა. არის ძალიან ერთგული მეგობარი, არასოდეს იტოვებს გულში წყენას და ვერ ეგუება უსამართლობას. მისთვის ყველაზე ძვირფასია ოჯახი და ცდილობს თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს. უყვარს ბავშვები და მათთან დროის გატარება.
რაც შეეხება სერიალს „სხვისი შვილი“, ახალი სეზონი 206-ე სერიით დაიწყება, რომელიც ეთერში 13 სექტემბერს გავა. სერიალს ახალი სეზონისთვის ახალი მსახიობებიც შეუერთდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0