https://sputnik-georgia.com/20210901/ekonomikuri-zrda-saqartveloshi-axali-statistika-259199045.html
ეკონომიკური ზრდა საქართველოში – გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა
ეკონომიკური ზრდა საქართველოში – გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში ზრდა შეინიშნება. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T11:17+0400
2021-09-01T11:17+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24857/39/248573908_0:20:1000:583_1920x0_80_0_0_412b0311204905ce65d2030acf301ff9.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – ივლისში მშპ-ის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,9% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.2020 წელს ეკონომიკური ზრდის 6,2%-ით ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ მაჩვენებელზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან შვიდ თვეში 12,2%-ს შეადგენს.2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში: გადამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლება დაფიქსირდა მხოლოდ მშენებლობასა და სამთო-მოპოვებით მრეწველობაში.2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება?საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გამოცოცხლებისა და აღდგენის ტენდენცია იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საქართველო 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი ექსპორტია, რომელიც თითქმის 50%-ით გაიზარდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.„ერთი მხრივ ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ მომავლის იმედის და სტაბილურობის განცდა გაუჩნდათ ბიზნესებს, დიდი მონდომებით ახორციელებენ ახალ ინვესტიციებს, დებენ ახალ კონტრაქტებს, აფართოებენ ექსპორტს, აფართოებენ ვაჭრობის არეალს, აფართოებენ წარმოებებს, ხდება გადაიარაღება“, – აღნიშნა მინისტრმა. ადრე ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. იხილება ზრდის სამი სცენარი – საბაზო 7,7%, ოპტიმისტური 10,2% და პესიმისტური 4,3%. პროგნოზით, მშპ მაღალი იქნება 2022 წელსაც და 6,9%-ს მიაღწევს.მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმაც. უწყების ინფორმაციით, საბაზო სცეანარით ქვეყნის ეკონომიკა 8,5%-ით გაიზრდება, ოპტიმისტური სცენარით – 10%-ით, ხოლო პესიმისტურით – 6%-ით.
https://sputnik-georgia.com/20210726/ekonomikis-zrda-RaribaSvili-252423426.html
https://sputnik-georgia.com/20210729/kovidis-mdzevali-ekonomika-252451022.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24857/39/248573908_197:0:974:583_1920x0_80_0_0_19ff1b0622889370fdb4c874545096f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკური ზრდა საქართველოში – გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა
11:17 01.09.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში ზრდა შეინიშნება.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – ივლისში მშპ-ის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,9% შეადგინა, იუწყება
სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2020 წელს ეკონომიკური ზრდის 6,2%-ით ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ მაჩვენებელზე აისახება.
ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან შვიდ თვეში 12,2%-ს შეადგენს.
2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში: გადამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლება დაფიქსირდა მხოლოდ მშენებლობასა და სამთო-მოპოვებით მრეწველობაში.
2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გამოცოცხლებისა და აღდგენის ტენდენცია იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საქართველო 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
მთლიანობაში, შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკა გაზრდილია 12,2%-ით წინა წელთან შედარებით. რაც კიდევ უფრო სასიხარულოა – იგი თითქმის 6%-ით არის გაზრდილი 2019 წლის შვიდ თვესთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება და ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი ექსპორტია, რომელიც თითქმის 50%-ით გაიზარდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
„ერთი მხრივ ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ მომავლის იმედის და სტაბილურობის განცდა გაუჩნდათ ბიზნესებს, დიდი მონდომებით ახორციელებენ ახალ ინვესტიციებს, დებენ ახალ კონტრაქტებს, აფართოებენ ექსპორტს, აფართოებენ ვაჭრობის არეალს, აფართოებენ წარმოებებს, ხდება გადაიარაღება“, – აღნიშნა მინისტრმა.
ადრე ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. იხილება ზრდის სამი სცენარი – საბაზო 7,7%, ოპტიმისტური 10,2% და პესიმისტური 4,3%. პროგნოზით, მშპ მაღალი იქნება 2022 წელსაც და 6,9%-ს მიაღწევს.
მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმაც. უწყების ინფორმაციით, საბაზო სცეანარით ქვეყნის ეკონომიკა 8,5%-ით გაიზრდება, ოპტიმისტური სცენარით – 10%-ით, ხოლო პესიმისტურით – 6%-ით.