ფერმერებმა 2 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი ჩააბარეს

© photo: Sputnik / რთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის დაახლოებით 90% განადგურდა. რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა 27 აგვისტოდან დღემდე 2,3 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი მიიღეს და გადაამუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
კახეთის მხარეში შვიდ ლოკაციაზე სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ აგრძელებს სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღებას. ჩაბარებული მოსავლისგან ფერმერების შემოსავალი 2 მლნ ლარს აღწევს.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე მერყეობს.
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ღარიბაშვილი: ვისაც ვენახის ან ხეხილის ბაღის აღდგენა დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კილოგრამ დაზიანებულ „რქაწითელში“ სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, „საფერავში“ კი – 1 ლარს.
საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ.
ის ფერმერები კი, რომელთა მოსავალი სრულად განადგურდა, კომპენსაციის სახით 1 ჰექტარ ფართობზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.
ყველა ახალი ამბავი
0