რუსი მოციგურავე საქართველოს ნაკრებში იასპარეზებს

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიანასტასია გუბანოვა
ანასტასია გუბანოვა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. რუსი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა საქართველოს ნაკრების ახალი წევრი გახდა, ნათქვამია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ოფიციალურ Instagram-გვერდზე.

„ანასტასია გუბანოვა საქართველოს გოგონების კატეგორიაში წარადგენს. მალე შეიტყობთ, სად ვიხილავთ პირველად ანასტასიას ახალ პროგრამებს ამ სეზონისთვის!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ანასტასია გუბანოვა 18 წლისაა. ტოლიატის მკვიდრი ანასტასია 2018 წლის ზაგრების Golden Spin საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 2016 წლის ახალგაზრდათა გრან პრის ვიცე-ჩემპიონია.
ყველა ახალი ამბავი
0