ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაია ასათიანი იისფერი თმით გამოჩნდა – ტელეწამყვანის დაბრუნება

© Talkshow Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თითქმის მთელი ზაფხული ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის გარეშე გაატარა.
მაია ასათიანი სოციალური ქსელის ხელმომწერებს სატელევიზიო სეზონის დასრულებისას დაემშვიდობა და ვიდეომიმართაში აღნიშნა, რომ შვებულების პარალელურად სოციალური ქსელებიდანაც აპირებდა დასვენებას. ტელეწამყვანი ასეც მოიქცა და, თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ორი დღის წინ გამოჩნდა.
„ინსტაგრამის“ უახლეს „სთორებზე“ მაია ასათიანმა ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრები გაასაჯაროვა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი სალონს სტუმრობდა, სადაც ჩვეულ სტილს არ უღალატა და თმა უბრალოდ განიახლა, თუმცა მანამდე ხელმომწერებისთვის ინტრიგა ჩააგდო და ფილტრის გამოყენებით იისფერ თმაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
სავარაუდოდ, ზაფხული მან საყვარელ მამაკაცთან და ერთგულ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გაატარა, თუმცა ასათიანი შეყვარებულის სახის გამოჩენას ისევ არ ჩქარობს. ასა­თი­ა­ნი 3 მა­ისს 44 წლის გახ­და და საკუთარ იუბილეზე საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა.
პოპულარული ჟურნალისტი აღარ მალავს, რომ შეყვარებულია და სასიყვარულო პოსტებსაც უფრო ხშირად აქვეყნებს. ტელეწამყვანი შეყვარებულის სახეს ისევ საგულდაგულოდ მალავს, თუმცა მის გვერდზე რომანტიკული მესიჯები დომინირებს.
ყველა ახალი ამბავი
0