„ჩემი სამყარო...“ – ნახეთ ვისთან ერთად ისვენებს ლიზა ყენია გრიგოლეთში – ფოტოები

© Facebook / Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ნახეთ ვისთან ერთად ისვენებს მომღერალი.
მომღერალი ლიზა ყენია რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში შეყვარებულთან გიგი ბააზოვთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აღარ აქვეყნებს. სავარაუდოდ, წყვილი დაშორდა და ახლა ლიზა გრიგოლეთში დასთან თიკუნა ყენიასთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს. „ჩემი სამყარო“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ლიზამ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დის ფოტოები.
ლიზა ყენიას ოთხი დედმამიშვილი ჰყავს. ცნობილი დედის მხრიდან ორი ძმა, ხოლო მამის მხრიდან ორი და. მაია ჯაბუას სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. ლიზა მაიას შვილებს შორის შუათანაა. ლიზას მამაც მეორედაა დაოჯახებული და ლიზას გარდა კიდევ ორი გოგონა ჰყავს.
ლი­ზას მა­მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, რაც მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­და­ნაც ჩანს. ლიზა მა­მა­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­უბ­რობს და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც ამ­ბობს, რომ მა­მას უფრო მეტ რა­ღა­ცას უყ­ვე­ბა, ვიდ­რე დე­დას. არჩილ ყე­ნი­ას ახლა სხვა ოჯა­ხი ჰყავს, მაგ­რამ ეს ქა­ლიშ­ვილ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხელს არ უშ­ლის.
მაია ჯა­ბუ­ას მე­ამ­ბო­ხე ქა­ლიშ­ვი­ლის ლიზა ყე­ნი­ას მა­მას მთე­ლი თბი­ლი­სი იც­ნობს და პა­ტივს სცემს. ლი­ზას მამა სა­ოც­რად მღე­რის.
ყველა ახალი ამბავი
0