გრიგოლ ვაშაძე: ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ

© Facebook / Gregory Vashadzeგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე ახლადშექმნილ „მესამე ძალას" ოფიციალურად გუშინ შეუერთდა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე არც ოქტომბერში დაგეგმილ და არც შემდგომ არჩევნებში, როგორც კანდიდატი, მონაწილეობას აღარ მიიღებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. გუშინ გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბაზაზე შექმნილ „მესამე ძალას“ შეუერთდა.
გიორგი ვაშაძე და გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გრიგოლ ვაშაძე „მესამე ძალას“ შეუერთდა
„მესამე ძალა“ ახალი გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებში 1-ლი ნომრით მიიღებს მონაწილეობას. ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია, რომელშიც რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი გაერთიანდა, თბილისში ორშაბათს შედგა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ამ არჩევნებში იგი კენჭს იყრის თუ არა, ვაშაძემ უპასუხა:
„არავითარ შემთხვევაში, ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით. ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ ვერსად“.
ამასთან, მან განმარტა, თუ რატომ შეუერთდა ახალ პოლიტიკურ პლატფორმას.

„გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, უფრო სწორედ, მარტო გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, ვარ „მესამე ძალასთან“. რატომ შევაჩერე არჩევანი „მესამე ძალაზე“? ძალიან მომწონს, რომ იგი აბსოლუტურად თავისუფალია ყველა პარტიული მესიჯ-ბოქსისგან და აპირებენ ილაპარაკონ მარტო იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

იგი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს.
„თუმცა, ეს არ ეხება მარტო „მესამე ძალას“, სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებთანაც შეთანხმებული ვარ, რომ დავეხმარები“, – განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. როდესაც გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, გიორგი ვაშაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0