ფარიონი – თევზის ახალი ქართული სახეობა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

© Facebook / Eldar Kashiaსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
გამძაფრებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დროს ექიმები უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ ორგანიზმის ძლიერი იმუნიტეტის აუცილებლობაზე. იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რაც ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, პირველ რიგში, ზღვის პროდუქტებს, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის თევზს ასახელებენ.
შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია ქართველმა მეთევზეებმა რამდენიმე წლის წინ მიიღეს. ამას გარდა, ბოლო დროს ჩვენში თევზის გამოსაზრდელი ავზები და სატბორე მეურნეობებიც აქტიურად ამუშავდა. არც ისე დიდი ხნის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში თევზის გაუმჯობესებული, ქართული სახეობა გამოიყვანეს.
ამ სიახლეზე და დარგში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი აკვაკულტურის მიმართულებით, ბატონი ელდარ კაშია.
© Facebook / Eldar Kashiaსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
- ბატონო ელდარ, ადრე ძირითადად უცხოეთიდან შემოდიოდა საქართველოში თევზი, დღეს მდგომარეობა შეიცვალა და დარგში სასიკეთო ძვრები შეიმჩნევა...
- ადრე, კომუნისტების დროს საქართველოში თევზი ძირითადად რუსეთიდან შემოჰქონდათ. დღეს ჩვენში უკვე არსებობს როგორც ცივი წყლის თევზების გამოსაზრდელი ავზები, ასევე თბილი წყლის თევზების სატბორე მეურნეობები. ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს და სასელექციო გუნდი ცდილობს ჩვენ მიერ დანერგილი სიახლეები და მიღწევები ქართველ ფერმერებზე მაქსიმალურად გავავრცელოთ.
© Facebook / Eldar Kashiaსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
- მთავარი პრობლემა ქართველი ფერმერებისთვის იყო თევზის საკვები, რომელიც ადრე თურქეთიდან შემოდიოდა. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
- დიახ, თევზის საკვები საკმაოდ ძვირი ჯდება და ის ძირითადად თურქეთიდან შემოდიოდა. მაშინ თევზს, ხამსას (ქაფშიას) ფქვილად ამუშავებდნენ. ამის შემდეგ თევზის ფხვნილი და თევზის ზეთი მიდიოდა თურქეთში, სადაც ადგილობრივ ქარხნებში მათგან გრანულირებულ საკვებს ამზადებდნენ. მერე თევზის საკვებს ისევ მათგან საკმაოდ ძვირად, ოთხმაგ ფასად ვყიდულობდით. საქონლის საკვებზეც ანალოგიური ხდებოდა. დღეს ეს პრობლემა, შეიძლება ითქვას, უკვე მოგვარდა.
© Facebook / Eldar Kashiaსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
- ანუ თევზის საკვები ადგილზე მზადდება?
- დიახ, უკვე მეორე წელია, რაც ჩვენთან, კერძოდ, წნორში ამუშავდა თევზის საკვების დამამზადებელი ქარხანა, რომელიც იმას, რაც თურქებს უნდა შემოეტანათ, გარკვეულწილად ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის, ამიტომ მომავალში ანალოგიური ქარხნების გახსნას კიდევ აპირებენ. ისინი თევზის საკვების უცხოურ მომწოდებებს ჩაენაცვლებიან. ამის შემდეგ მათი თვითღირებულებაც ნაკლები იქნება. აქედან გამომდინარე, თევზი უკვე რეალურ ფასად გაიყიდება.
© Facebook / Eldar Kashiaსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია
- თქვენ გიკავშირდებათ თევზის ახალი ქართული ჯიშის ფარიონის მოშენების მნიშვნელოვანი ფაქტი.
- მცირე შესწორებას შევიტან – ეს არ არის ახალი ჯიში, ეს გაუმჯობესებული სახეობის თევზია. მოხდა ფარავნის კობრის შეჯვარება რიონის კობრთან და ამ გზით გაუმჯობესებული კობრი გამოვიყვანეთ. მოგახსენებთ, რომ ბოლო 30 წელია, რაც ჩვენში თევზის სელექციაზე არ მუშაობენ. ბევრი მეურნეობა თევზის გადარჩევას არ ახორციელებს, რათა მათი შეჯვარება მოხდეს. ეს მათ თვისებებზე უარყოფითად მოქმედებს – თევზი სწრაფად არ იზრდება და დაავადებების შედეგად იღუპება. ჩვენ მიერ გამოყვანილი ფარიონი კი ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევა და თანაც გემრიელი ხორცი აქვს.
© Facebook / Eldar Kashiaფარიონი - თევზის ახალი ქართული სახეობა
ფარიონი - თევზის ახალი ქართული სახეობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
ფარიონი - თევზის ახალი ქართული სახეობა
- თუ არსებობს ჩვენში სასწავლო დაწესებულება, პროფესიული კოლეჯი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტებს ამზადებს?
- ფოთში დიდი ხანია არსებობს კოლეჯი, მაგრამ იქ არ ისწავლებოდა შესაბამისი დარგი. უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს კოლეჯი ამ დარგის სპეციალისტებს, ფერმერ–მეთევზეებსაც უშვებს. „მილენიუმის პროგრამით“ ამ კოლეჯისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებიც შევადგინეთ. ასე რომ, უკვე იზრდება ახალი თაობა, რომელიც მიიღებს შესაბამის განათლებას და ფერმერული მეურნეობების განვითარების საქმეში თავის წვლილს შეიტანს.
ყველა ახალი ამბავი
0