ხანძარი მილანში: მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

გამოწერა
მილანში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ზედა სართულზე ცეცხლი გაჩნდა, რომელიც შემდეგ მთელ სახლს მოედო და მთლიანად დაწვა, იუწყება იტალიის ეროვნული სახანძრო სამსახური.
ადგილობრივი გამოცემა Corriere della Sera-ს ცნობით, 16-სართულიან სახლში 70 ოჯახი ცხოვრობდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძრისგან არავინ დაშავებულა. ადგილზე გამოცხადებულმა მეხანძრეებმა კორპუსიდან ოცამდე ადამიანი გამოიყვანეს, დანარჩენებმა კი მანამდე დატოვეს საცხოვრებელი, როგორც კი დამწვრის სუნი იგრძნეს.
ცნობილი ხდება, რომ გარედან პოლისტიროლის ფურცლებით მოპირკეთებულ კორპუსში, რომლის სიმაღლე 60 მეტრია, სავარაუდოდ, რემონტი მიმდინარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0