„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 31 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გუდამაყრის, სიხარულიძის, ჩარგლის, თიანეთის, დავით გარეჯელის, მუხრანის, ტიბაანის, ხორნაბუჯის და მამუკა ბეინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გუდამაყრის, დავით გარეჯელის, მუხრანის, ტიბაანის, ხორნაბუჯის, ჩარგლის, თიანეთის, მამუკა ბეინაშვილის და გლინკას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სამღებროს, შარდენის, თუმანიანის, საადის, აბანოს, ახუნდოვის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა შაფის, ლაზახის, ფირდოუსის, შუშინის და ბააზოვის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვახტანგ ჩიქოვანის, დელისის, მეგრელიძის, შალვა ნუცუბიძის და ემანუელ აფხაიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, III, IIIა, V, VI მიკრორაიონების, ვეკუას, ქერჩის, თიანეთის და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას.
04:00 საათიდან 09:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, V მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანე, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0