„თალიბანის“ ელიტური სპეცრაზმი ქაბულში: ვრცელდება ვიდეო

გამოწერა
ინტერნეტში გავრცელდა თალიბების სპეცდანიშნულების რაზმის კადრები, რომლებმაც ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. აღსანიშნავია, რომ ვიდეო თავად თალიბებმა გაავრცელეს.
ვიდეო გადაღებულია ქაბულის ქუჩებში. გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბანის“ ელიტურ რაზმს Bardi 313 ჰქვია.
დანაყოფს იარაღით ამარაგებს და წვრთნის პაკისტანი. კადრებში ჩანან პროფესიონალურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თალიბების სპეცრაზმი ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0