სალომე ზურაბიშვილი აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

© AFP 2024 / ERIC LALMANDსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოში სტუდენტი 29,4 ათასი აბიტურიენტი გახდა.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა აბიტურიენტებს, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ.
„გილოცავთ სტუდენტობას! მჯერა, რომ იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ამ წლებში დააგროვებთ, წინ წასწევთ ჩვენს ქვეყანას! წარმატებული ყოფილიყოს თქვენი სტუდენტობის გზა!" – დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29,4 ათასმა აბიტურიენტმა, შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0