რუსკა მაყაშვილის ვაჟის უცნაური წამოწყება – ასე სასაცილოდ იყენებს ილია პირბადეს

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
სამედიცინო პირბადის გამოყენების ახალი ხერხი – ილიას პოზიტიური მოქმედება და სასაცილო გადაწყვეტილება. რუსკა მაყაშვილი მორიგ სახალისო ფოტოს აქვეყნებს.
რუსკა მაყაშვილმა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ბათუმი ლელა წურწუმიასთან ერთად დატოვა. მომღერალმა და მსახიობმა დედაქალაქში ჩამოსვლა თვითმფრინავით გადაწყვიტეს. თვითმფრინავის სავარძელში მოკალათებულმა რუსკამ სახალისო ფოტოები გამოაქვეყნა. მისი კამერის ობიექტივში, როგორც ყოველთვის, არაორდინარული ქცევით ილია დომინირებს.
მსახიობის უფროსი ვაჟი სხვადასხვა ხერხით ცდილობს მშობლების, მეგობრების, ან უცნობი ადამიანების ყურადღების მიქცევას. მან თვითმფრინავში მყოფ მგზავრებს მოსვენების საშუალება არ მისცა, მათ შორის ლელა წურწუმიაც აღმოჩნდა.
ილიამ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული რეკომენდაციის გამოყენების ალტერნატიულ ხერხს მიმართა. პირბადე თვალებზე აიფარა და სამედიცინო ნიღბის ტარების ახალი ხერხი აღმოაჩინა. რუსკამ სასაცილო მომენტი დააფიქსირა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ბათუმში დაწყებული სიყვარულის ისტორია ბათუმშივე გრძელდება. რუსკა მაყაშვილი ყოველ წელს ოჯახთან ერთად საყვარელ ქალაქს სტუმრობს. მან და მისმა სპორტსმენმა მეუღლემ ერთმანეთი იქ გაიცნეს. ამჯერად ზღვისპირა ქალაქში მსახიობი ორ შვილთან ერთად ჩავიდა. ილია და კატო თავს მშვენივრად გრძნობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, და-ძმა დედას დასვენების საშუალებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა, მეგობრების დახმარებით რუსკამ დაუვიწყარი დრო გაატარა.
ყველა ახალი ამბავი
0