როგორ ერთობა და-ძმა – ქეთა თოფურია ადამის და ოლივიას ვიდეოს აქვეყნებს

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად
ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
შვებულებიდან დაბრუნებული ქეთა თოფურია სოციალური ქსელის ხელმომწერებს ოჯახურ იდილიას უზიარებს.
რუსეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი, როგორც ჩანს, ხანგრძლივი შვებულებიდან სახლს დაუბრუნდა და დროს ბავშვებთან თამაშში ატარებს. ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ოლივიას და ადამის უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გოგონა უმცროს ძმას ართობს.
ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად სხვადასხვა მდიდრულ კურორტს სტუმრობდა. მომღერალმა ფოტოები საფრანგეთიდან, იტალიიდან და მონაკოდან გამოაქვეყნა, ხელმომწერებისგან კი, როგორც ყოველთვის, არაერთი დადებითი შეფასება მიიღო.
ქეთა თოფურია მანამდე ქმართან ერთად წყნეთში, საკუთარ აგარაკზეც ისვენებდა. მომღერალი ამ სეზონზე უკვე მეორედ იყო საქართველოში. პირველად ის რამდენიმე კვირის წინ შვილის ოლივია გეიხმანის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და გოგონას იუბილე აგარაკზე გადაუხადა.
ქეთა თოფურია ამჟამად მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, ახალშობილ ადამთან და ქალიშვილ ოლივიასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში, ხოლო ზაფხულობით წყნეთის აგარაკს სტუმრობს.
ყველა ახალი ამბავი
0