Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.915-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545.033-ს მიაღწია.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.915 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 727 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 247, იმერეთი – 180, კახეთი – 174, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 171, შიდა ქართლი – 140, ქვემო ქართლი – 88, გურია – 72, სამცხე-ჯავახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 488.661-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.329-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 49.017 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.660 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.284, აჭარაში – 1.012, იმერეთში – 1.178.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში – 30 აგვისტოს მონაცემები
1.660 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 371 პირი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 42, იმერეთში – 25. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.864 ადამიანი, მათ შორის 1.293 – თბილისში, 1.026 – აჭარაში. 38.493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 2. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49.572 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 25.398, აჭარაში – 6.221, იმერეთში – 3.998.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.915-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545.033-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0