„ერეკლეს თმა შეღებილი აქვს, თუ ბუნებრივია?“ – გვანცა დარასელიას შოკისმომგვრელი პასუხი

© Photo: Gvantsa Daraselia / FBგვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე
გვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
ტელეწამყვანმა ბავშვებს თამაშის დროს ფოტო გადაუღო, რა დროსაც ფანებმა მისი ვაჟის გარეგნობაში ცვლილება შენიშნეს.
გვანცა დარასელიამ და-ძმის პრობლემურ ურთიერთობაზე საჯაროდ ისაუბრა. ტელეწამყვანი შვილებთან სწორი მიდგომის ხერხებს ეძებს. კონფლიქტური შემთხვევა სხვადასხვაა, თუმცა გვანცამ ერთ კონკრეტულ მაგალითს საჯარო პოსტი მიუძღვნა.
პოსტის კომენტარებს თაყვანისმცემლების მხრიდან სხვადასხვა რეკომენდაცია, მაგალითი და ისტორია მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელი კი გვანცას ვაჟის თმის ფერით დაინტერესდა. „ფოლოვერმა“ ერეკლეს გარეგნობაში ცვლილება შენიშნა, რაც გვანცამ უპასუხოდ არ დატოვა.
ტელეწამყვანმა დაწერა, რომ მის ვაჟს თმა გაღიავებული აქვს და ეს მისი ბუნებრივი თმის ფერი არ არის. ამ თემაზე მას კომენტარის გაკეთება ცოტა ხნის წინაც მოუწია და აღნიშნა, რომ ეს მისი ვაჟის სურვილი იყო და შვილს წინააღმდეგობა არ გაუწია.
გვანცა დარასელია შვილებს სრულ თავისუფლებას აძლევს, თუმცა გარკვეულ შეზღუდვებსაც უწესებს. მის შვილებს შორის ხუთწლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ბოლო დროს მის „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ძირითადად ბავშვების ვიდეოები და ფოტოები დომინირებს, რაც მის ხელმომწერებს ძალიან მოსწონთ.
ყველა ახალი ამბავი
0