Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაველე ჰოსპიტალი
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
გამოწერა
ამჟამად თბილისში მდებარე სამი საველე ჰოსპიტლიდან მხოლოდ ერთი - ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალი აგრძელებს მუშაობას.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში 76 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ჰოსპიტლის კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის და მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. მისი თქმით, მამაკაცი იმყოფებოდა „ჰაიფლოუს“ (high flow) სისტემის აპარატზე, რომელიც მაღალი წნევისა და ინტენსივობის ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა დღის წესრიგში არ დამდგარა. აღნიშნულ პაციენტთან დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობას 87 პაციენტი აგრძელებს.
კორონავირუსის ეპიდემია - ხანდაზმული ქალი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
„ამ დროისთვის სამი პაციენტი გვყავს „ჰაიფლოუს“ აპარატზე. მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს პაციენტების. ჩვენთან არ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულიყოს და მისი გადაყვანა ვერ მოგვეხერხებინა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
© photo: Sputnikსამედიცინო აღჭურვილობა საველე ჰოსპიტალში
Полевой госпиталь для ковид-пациентов - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
სამედიცინო აღჭურვილობა საველე ჰოსპიტალში
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. აქედან ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი - სამგორის საველე ჰოსპიტალი ამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენები გადაიტვირთება, ხოლო დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალმა მუშაობა 28 აგვისტოდან შეაჩერა.
საქართველოში ბოლო 24 საათში 76 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვი 7.251-მდე გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0