მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანელმა სამხედროებმა ქაბული დატოვეს

© AP Photo / Sargento Victor Mancilla / Marines de Estados Unidosსამხედროები ქაბულის აეროპორტთან
სამხედროები ქაბულის აეროპორტთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბული დატოვა ბოლო თვითმფრინავმა ბრიტანელი სამხედროებით ბორტზე
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ქაბულის აეროპორტი დატოვა ბოლო თვითმფრინავმა ბრიტანელი სამხედროებით ბორტზე, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ წერს РИА Новости.
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
მსოფლიო დღეს
მაკრონი ქაბულში გაეროს მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ზონის შექმნას გეგმავს
„უკანასკნელმა რეისმა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების პერსონალით ბორტზე დატოვა ქაბული. მადლობა ყველას, ვინც ასე გაბედულად მუშაობდა ამხელა წნეხის ქვეშ და საშინელ პირობებში, რათა ყველაზე მოწყვლადი სამოქალაქო პირების ევაკუაცია მომხდარიყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქაბულში იმყოფებოდა დაახლოებით ათასი ბრიტანელი სამხედრო, რომელთა ჩართულობით ბოლო ორ კვირაში 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0