საქართველოდან ქაბულში სასმელი წყალი გაიგზავნა - ვიდეო

გამოწერა
საქართველოს მთავრობამ ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების სახით სასმელი წყალი გაგზავნა
დახმარებას მიიღებენ ისინი, ვინც ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის მოლოდინშია.
ევაკუაცია ქაბულის ერთადერთი აეროპორტიდან მიმდინარეობს, რომელსაც აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალები იცავენ. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაცია დაუშვან.
თბილისის აეროპორტმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში შუამავალი პუნქტის როლი მოირგო. ბოლო მონაცემებით, საქართველოს გავლით ჩარტერული რეისებით უკვე ევაკუირებულია 2 ათასი ადამიანი.
იგივე ფუნქცია შეითავსა საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზამაც, სადაც უკვე გახსნილია სამედიცინო დახმარების პუნქტები ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალიდან ევაკუირებულებისათვის.
აგვისტოს პირველ დეკადაში თალიბებმა აქტიურად დაიწყეს ავღანეთის სამთავრობო ძალებზე შეტევები. ერთადერთი პროცინცია, რომელიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება, პანჯშერია. ეს ქვეყნის ყველაზე პატარა რეგიონია ტერიტორიითა და მოსახლეობით.
ბოევიკები 15 აგვისტოს დედაქალაქში შევიდნენ და პრეზიდენტის სასახლეზე კონტროლი დაამყარეს. 16 აგვისტოს თალიბების პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა, ხოლო მმართველოს ფორმა ახლო მომავალში დადგინდება.
ყველა ახალი ამბავი
0