https://sputnik-georgia.com/20210828/patimrebs-ufaso-satelefono-saubris-sesazlebloba-miecat-258881445.html
პატიმრებს უფასო სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა მიეცათ
პატიმრებს უფასო სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა მიეცათ
Sputnik საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს. 28.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-28T20:39+0400
2021-08-28T20:39+0400
2021-08-28T20:39+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250992667_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_5d18caaf11c2c4b1d5421eac6f724e12.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმრებს დღეიდან საჩუქრად 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარტნიორი სატელეფონო კომპანიის მხარდაჭერით მიიღო. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ხანგრძლივი პაემნები აკრძალულია. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი ნაწილობრივ მოხდება მსჯავრდებულებისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, ნათქვამია განცხადებაში. „აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული“, - ნათქვამია განცხადებაში. პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, თითოეულ დაწესებულებაში სასაუბრო ლიმიტი განსხვავებულია და ციხის რეჟიმზეა დამოკიდებული. 1 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 9,1 ათასი პატიმარია, რაც მოსახლეობის 0,25 პროცენტს შეადგენს. პატიმრები სასჯელს ქვეყნის 13 საპატიმროში იხდიან. ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.
https://sputnik-georgia.com/20210828/peezidentma-mariamobis-dresaswaultan-dakavsirebit-msjavrdebulebi-seiwyala-258760271.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250992667_339:0:3000:1996_1920x0_80_0_0_63c6b6395e9b1110a896896bba3c038b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
პატიმრებს უფასო სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა მიეცათ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმრებს დღეიდან საჩუქრად 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის
განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარტნიორი სატელეფონო კომპანიის მხარდაჭერით მიიღო.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ხანგრძლივი პაემნები აკრძალულია. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი ნაწილობრივ მოხდება მსჯავრდებულებისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, ნათქვამია განცხადებაში.
„აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, თითოეულ დაწესებულებაში სასაუბრო ლიმიტი განსხვავებულია და ციხის რეჟიმზეა დამოკიდებული.
1 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 9,1 ათასი პატიმარია, რაც მოსახლეობის 0,25 პროცენტს შეადგენს. პატიმრები სასჯელს ქვეყნის 13 საპატიმროში იხდიან.
ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.