„მპოულობს და მიყურებს“- რუსკა მაყაშვილმა ქალიშვილი უსაყვარლეს ვითარებაში დააფიქსირა

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად
რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
სამი თვის კატო ყველგან მსახიობ დედას ეძებს. პატარა კატო უფროს ძმას ძალიან დაემსგავსა. რუსკა მაყაშვილის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ფოტო გულგრილს არ დაგტოვებთ
ბათუმში დაწყებული სიყვარულის ისტორია ბათუმშივე გრძელდება. რუსკა მაყაშვილი ყოველ წელს ოჯახთან ერთად საყვარელ ქალაქს სტუმრობს. ამჯერად, ზღვისპირა ქალაქში მსახიობი ორ შვილთან ერთად გამოჩნდა. ილია და კატო თავს მშვენივრად გრძნობენ, თუმცა, როგორც ჩანს, და-ძმა დედას დასვენების საშუალებას არ აძლევს.
რუსკამ სულ რამდენიმე წუთით მიიყვანა უმცროსი კატო სპორტსმენ მამასთან, რა დროსაც სამი თვის გოგონამ დედის ძებნა დაიწყო. რუსკამ ეს უსაყვარლესი მომენტი ხელიდან არ გაუშვა და „ფოლოვერებს“ მორიგი გულისამაჩუყებელი კადრი გაუზიარა. „სადაც არ უნდა ვიყო - მპოულობს და მიყურებს“, - აღნიშნავს მაყაშვილი. უახლეს ფოტოზე ჩანს, თუ როგორ დაჟინებით უყურებს ტელესახეს პატარა კატო.
სოციალურ ქსელში რუსკას შვილების სასაცილო ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება. ილია დის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი. რუსკას ფეხმძიმობის პერიოდიდან მოყოლებული ბიჭუნა ეჭვიანობდა, დის დაბადების შემდეგ კი პატარა კატოს მოსვენებას არ აძლევს. მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, რომ საკმარისია სხვა საქმეზე გადაიტანოს ყურადღება და ილია დის წვალებას იწყებს. არტისტი ილიას საქციელზე ბრაზდებოდა და ბიჭუნა ხშირად დასჯილიც იყო, მაგრამ ახლა ილია ოჯახის ახალ წევრს შეეგუა.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას სამაგალითოდ ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიარულ ქმედებებს ინტენსიურად აქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0