„ჩემს ქვეყანაში ცხოვრებას არაფერი მირჩევნია“- ჯაზის და სინემას ფონზე შექმნილი ნახატები

© photo: courtesy of Tina Ninua’s Artთინა ნინუა
თინა ნინუა - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
როცა მიხვდა, მთელი ცხოვრება რისი კეთება უნდოდა, მას შემდეგ ბევრს და გულმოდგინედ ხატავს...
მისი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარი ედგარ დეგაა. აფრიკელი ქალების პორტრეტებზე მუშაობა განსაკუთრებულად უყვარს. ხატვის დროს ჯაზს და გლენ მილერის ორკესტრს უსმენს ხოლმე, რადგან ეს განწყობის შექმნასა და შთაგონებაში ეხმარება.
ასეთია რადენიმე სიტყვით გადმოცემული, პროფესიით ინჟინერ-ინფორმატორის და მოწოდებით მხატვარის, თინა ნინუას ამბავი.
© photo: courtesy of Tina Ninua’s Artთინა ნინუას ნახატი
თინა ნინუას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
თინა ნინუას ნახატი
- თიკა, როდის მიხვდით, რომ არჩეული პროფესიის მიღმა არის საქმე, რომლის გაკეთება უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ?
- ხატვას ყოველთვის ვუთმობდი ჩემი დროის დიდ ნაწილს. თუმცა მაინც სხვა პროფესია ავირჩიე და ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. არც ისე დიდი დროის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, მივხვდი, რომ ერთადერთი, რისი კეთებაც ნამდვილად მინდოდა-ხატვა იყო. მინდოდა ყოველდღე მეხატა და ამით ხელოვნებაში და ხელოვნებით მეცხოვრა. ახლაც დროის უმეტეს ნაწილს მხატვრობას ვუთმობ.
© photo: courtesy of Tina Ninua’s Artთინა ნინუას ნახატი
თინა ნინუას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
თინა ნინუას ნახატი
-თვითნასწავლი მხატვარი თვითგანათლებით ვითარდება, თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება?
- სწორედ ყოველდღიური ხატვით ვცდილობდი, რომ ჩემი თავი დამეხელოვნებინა, განვვითარებულიყავი. ათი წელია, რაც მუდმივად ვხატავ. მგონია, ერთი დღეც რომ არ დავხატო, რაღაც მაკლია. რაც შეეხება მასალას, ვიყენებ ქაღალდს, ტილოს, მუყაოს. მიყვარს როცა რამდენიმე მასალას ერთმანეთს დაუგეგმავად ვურევ ხოლმე.
© Tina Ninua’s Artთინა ნინუას ნახატი
თინა ნინუას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
თინა ნინუას ნახატი
- თავიდან პორტრეტების ხატვა დაიწყეთ?
- ასეა. თავდაპირველად პორტრეტების ხატვა დავიწყე და შეკვეთებს ვიღებდი. დღემდე უამრავი ადამიანი მყავს დახატული, შემდეგ მივხვდი, რომ ცოტახანი პორტრეტებზე პაუზა უნდა ამეღო. ახლა მხოლოდ იმას ვხატავ, რაც მინდა. სურვილი მაქვს, ნახატზე მეტი პოზიტივი და დადებითი ემოცია გამოვსახო.
© photo: courtesy of Tina Ninua’s Artთინა ნინუას ნახატი
თინა ნინუას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
თინა ნინუას ნახატი
- თემები და სიუჟეტები როგორ ჩნდება?
- ყველა ჩემი ნახატი უჩვეულოდ ჩნდება, შეიძლება დაკავებული ვიყო სხვა საქმითდა უეცრად გონებაში კადრის სახით გამიელვოს რაიმე სიუჟეტმა. მეც იმ წამსვევიწყებ მოხაზის კეთებას. თუ ამას ვერ ვახერხებ, ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამდენად სასიამოვნო შეგრძნებაა. ძნელია რომელიმე ერთი თემა გამოვყო, რადგან მრავალფეროვნება უფრო მხიბლავს.
© photo: courtesy of Tina Ninua’s Artთინა ნინუას ნახატი
თინა ნინუას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
თინა ნინუას ნახატი
- თუმცა აფრიკულ თემატიკას ხშირად მიმართავთ, რატომ?
- ვცდილობ, ერთ თემაზე არ შევჩერდე, მაგრამ ჩემი პორტრეტებიდან მაინც აფრიკელ ქალებს გამოვყოფდი. რატომ? მომწონს მათთვის დამახასიათებელი სახის ნაკვთები, ჩაცმის სტილი და ფერთა გამა. ისინი საინტერესოდ მიმაჩნია.
- დღეს ბალერინების თემა გახდა აქტუალური და ვერც თქვენც აუარეთ მას გვერდი...
- ედგარ დეგა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია. ბალერინების თემა კი არასდროს იყო და არც იქნება მოსაწყენი. ჩემი გადმოსახედიდან ის სინაზესა და სილამაზესთან ასოცირდება, ზუსტად ამიტომაც ჩემს შემოქმედებაშიც ბევრი ბალერინაა. მგონი, სხვაც ასე ფიქრობს.
© photo: courtesy of Tina Ninua’s Artთინა ნინუას ნახატი
თინა ნინუას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
თინა ნინუას ნახატი
- სოციალურ ქსელებში 41 ათასი მიმდევარი, ანუ თქვენი ხელოვნების ამდენივე თაყვანისმცემელი გყავთ...
- რამდენიმე წელია აქტიურად ვიყენებ ფეისბუქის გვერდს (Tina Ninua’s Art) რომელსაც ბევრი გამომწერი ჰყავს, რაც ძალიან მახარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს მოსწონს ჩემი შემოქმედება, რაც ძალას მმატებს საიმისოდ, რომ უფრო მეტი ნახატი შევქმნა.
© photo: courtesy of Tina Ninua’s Artთინა ნინუას ნახატი
თინა ნინუას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
თინა ნინუას ნახატი
- გავიგე, რომ საღებავს ჯაზით და სინემით „აზავებთ“ ხოლმე...
- დიახ, ხატვის პროცესში მუსიკას ხშირად ვუსმენ, უმეტესად, ძველ ჯაზს. ამ დროს ჩემს სამყაროში ვარ და ხელი არავინ უნდა შემიშალოს. განსაკუთრებით ელა ფიცჯერალდის და ლუი არმსტრონგის დუეტები მიყვარს, დაუღალავად შემიძლია მათ ვუსმინო, ასევე გლენ მილერის ორკესტრი... მიყვარს ძველი კლასიკური ფილმებიც, ასე მგონია, მსგავსი მუსიკა და კინო მხოლოდ იმ ეპოქაში იყო და არასოდეს განმეორდება.
© photo: courtesy of Tina Ninua’s Artთინა ნინუას ნახატი
თინა ნინუას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
თინა ნინუას ნახატი
- ეპოქა გავარკვიეთ, რომელ ქალაქში იცხოვრებდით?
- სიამოვნებით ვიცხოვრებდი პარიზში, რადგან ეს ქალაქი მხატვრების ქალაქად და ინსპირაციის წყაროდ მიმაჩნია. პარიზი მეც ხშირად დამიხატავს ეიფელის ხედით. მოკლედ, სიამოვნებით ვიცხოვრებდი პარიზში, ოღონდ, ცოტახნით, რადგან ჩემს ქვეყანაში ცხოვრებას არაფერი მირჩევნია...
ყველა ახალი ამბავი
0