საქართველოს სანაპირო დაცვამ შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსანაპირო დაცვა
სანაპირო დაცვა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
საზღვაო წვრთნების მიზანს მცურავი საშუალებების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა, შეიარაღების სისტემების ტექნიკური შეფასება და სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენდა.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, წვრთნებში დანაყოფის 100-მდე მოსამსახურე, სამი სადარაჯო ხომალდი და ხუთი საპატრულო კატარღა მონაწილეობდა. სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებსა და მცურავი საშუალებების საშტატო სტაციონარული შეიარაღებიდან წყალზედა მიზნების მიმართულებით სასწავლო სროლებს.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობს. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ერთობლივი სწავლებები ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის, ასევე უკრაინის ხომალდების მონაწილეობით.
მიმდინარე წელს სანაპირო დაცვის ხომალდებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში SEA BREEZE 2021 და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში ჩატარებულ საზღვაო სწავლებაში BREEZE 2021.
ყველა ახალი ამბავი
0