https://sputnik-georgia.com/20210827/mimoxilva-rusul-flots-aviamzidebis-mkvlelebit-seaiarareben-258711055.html
მიმოხილვა: რუსულ ფლოტს „ავიამზიდების მკვლელით“ შეაიარაღებენ
მიმოხილვა: რუსულ ფლოტს „ავიამზიდების მკვლელით“ შეაიარაღებენ
Sputnik საქართველო
ანდრეი კოცი 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T18:41+0400
2021-08-27T18:41+0400
2021-08-27T22:04+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251296326_0:156:3073:1884_1920x0_80_0_0_8bd4896823aa0654fd18fc134362a438.jpg
ანდრეი კოცირუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის შემტევ შესაძლებლობებს მალე გააძლიერებენ — ამ დღეებში თავდაცვის სამინისტრომ მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანებასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი ჰიპერბგერითი „ცირკონების“ მიწოდების თაობაზე. როგორც მოსალოდნელია, ფლოტს მათ 2022 წელს გადასცემენ. პირველი სერიული გემსაწინააღმდეგო ჰიპერბგერითი რაკეტისა და მასზე დასავლეთის რეაქციების შესახებ წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.თემა ნომერი პირველიაგვისტოს შუა რიცხვებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა ჩარლზ რიჩარდმა კოსმოსური თავდაცვის ყოველწლიურ სიმპოზიუმზე გამოსვლისას აღიარა, რომ რუსული ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები სერიოზული გამოწვევაა ნატოსთვის. მისი თქმით, „ცირკონი“ რუსეთის ფლოტს უდავო უპირატესობას მიანიჭებს ზღვაზე კონფლიქტისას.„ჩვენი სახმელეთო და კოსმუსური ბაზირების ამჟამინდელი სენსორების სისტემამ შესაძლოა თავი ვერ გაართვას ამ რაკეტების აღმოჩენასა და თვალთვალს, — აღნიშნა რიჩარდმა. — უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების კუთხით. იქ კვლავაც მნიშვნელოვან სახსრებს დებენ ზესწრაფი საფრენი აპარატ-გლაიდერების შემუშავებაში. და თუ ჩვენი თავდაცვითი მრეწველობის საწარმოები მოკლე დროში არ მოიფიქრებენ, როგორ გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა, ნატოს ქვეყნების ფლოტების ხომალდები მოწყვლადი გახდება“.დასავლელი სამხედროები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გამუდმებით ლაპარაკობენ „ცირკონზე“. ამ იარაღის წარმატებულმა გამოცდებმა სერიოზულად შეაშფოთა ალიანსი.მაგალითად, მანამდე პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ბირთვული აღჭურვის შესაძლებლობის მქონე რუსულ ჰიპერბგერით კომპლექსებს „პოტენციურად მადესტაბილიზებელი ფაქტორი“ უწოდა, რომელიც „შესამჩნევ საფრთხეს წარმოადგენს“. მისი თქმით, აშშ-ში ასეთ იარაღს მხოლოდ არაბირთვულ ვარიანტში ამზადებენ.ეს გამონათქვამი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში. დიპლომატებმა რბილად შეახსენეს კირბის, რომ ჰიპერბგერა ბირთვული საბრძოლო ნაწილის გარეშე — ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არსებობს კიდევ მეტად სერიოზული რაღაცები, რაზეც რუსეთი იძულებულია რეაგირება მოახდინოს. მაგალითად, ევროპაში გამშვები მექანიზმების განთავსებაზე.რეაგირება მოახდინეს კრემლშიც. „თუ გახსოვთ, ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა ამ თემებზე, — განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. — ის ამბობდა, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებისა თუ მეტის განმავლობაში ვეჯახებოდით სტრატეგიული უშიშროების მთელი დოკუმენტური სისტემის ეტაპობრივ გაფანტვას და, გარდა ამისა, თვალს ვადევნებდით შეერთებული შტატებისა და ნატოს მხრიდან გადადგმულ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც ფაქტობრივად ზარალს აყენებდნენ არსებულ პარიტეტს“.ამან მოითხოვა უშიშროების უზრუნველყოფის ზომები. „ცირკონი“ ერთ-ერთი მათგანია.ვერაფრით ჩაიჭერფრთოსანი რაკეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების უდიდესი მაწილი გასაიდუმლოებულია, თუმცა რაღაც მაინც ცნობილია. სიჩქარე — რეკორდული, საათში ათი ათას კილომეტრზე მეტი, ანუ დაახლოებით ცხრა მახი; ფრენის სიშორე — ათასი კილომეტრი იქ, სადაც ჰაერის წინაღობა მცირეა; საბრძოლო ნაწილის მასა — დაახლოებით 450 კგ.„დასავლეთის ქვეყნების ფლოტებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ისეთი სისტემები, რომლებსაც „ცირკონების“ ჩაჭერა შეუძლიათ, — განმარტავს სამხედრო ექსპერტი იგორ კოროტჩენკო. — მათი სახომალდე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ბგერითამდე და ზებგერით გემსაწინააღმდეგო რაკეტებზეა გათვლილი, მაგრამ სრულიად უძლურია ჰიპერბგერის წინააღმდეგ. ხოლო სროლის დიდი სიშორე საშუალებას მისცემს ჩვენს ხომალდებს, ფაქტობრივად დაუსჯელად გაანადგურონ წყალზედა და წყალქვეშა სამიზნეები ისე, რომ არ შევიდნენ განადგურების ზონაში. ამ ნაკეთობების სერიული წარმოების დაწყებით რუსეთის ფლოტი სერიზულ ნაბიჯს დგამს წინ“.მნიშვნელოვანი მომენტი: „ცირკონს“ შეუძლია სტარტი იმავე დანდგარებიდან აიღოს, საიდანაც „ონიქსსა“ და „კალიბრს“. თეორიულად მზიდები შეიძლება იყოს მცირე სარაკეტო ხომალდები „ბუიან-М“ და „კარაკურტი“. ასე რომ, მცირე ზომის ვიმპელებიც კი საფრთხედ იქცევა ავიამზიდისთვის. ერთი ქობინის მოხვედრაც კი საკმარისი იქნება „ვოთერლაინს“ ქვემოთ, რომ მცურავი აეროდრომი გადაიხაროს და მწყობრიდან გამოვიდეს.„გრანიტების“ ცვლაჰიპერბგერით პროექტზე მუშაობას 2010-იანებში შეუდგნენ უმკაცრესად გასაიდუმლოებულად. ფართო საზოგადოებამ პირველად ამ პროექტის შესახებ 2018 წელს შეიტყო ვლადიმირ პუტინისგან. ამ დროისათვის ცხრა გაშვებაა ჩატარებული წყალზედა და წყალქვეშა მზიდებიდან და ყველა წარმატებულად.თავდაცვის სამინისტროს გეგმით, „ცირკონი“ დროთა განმავლობაში შეცვლის П-700 „გრანიტს“, რომელიც შეიარაღებაში 1980-იანების შუა წლებიდანაა და გვარიანადაც დაბერდა. ახალი შემტევი კომპლექსით აღიჭურვება მძიმე ატომური კრეისერები „პეტრე დიდი“ და „ადმირალი ნახიმოვი“, ასევე მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავები. „ცირკონებს“ პირველად ჩრდილოეთის ფლოტის ვიმპელები მიიღებენ.და ეს ერთადერთი იარაღია, რომლის წინაშეც უძლურია ნატოს ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210806/pentagonis-flotis-aqilevsis-qusli-252519474.html
https://sputnik-georgia.com/20210601/amerikuis-sazRvargareTis-samxedro-bazebi-daucvelia-251901740.html
https://sputnik-georgia.com/20210525/aSS-moifiqres-ruseTisTvis-pasuxi-251831600.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251296326_167:0:2898:2048_1920x0_80_0_0_58e00ec2cd66e728e65f16b0ee1cb35c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის შემტევ შესაძლებლობებს მალე გააძლიერებენ — ამ დღეებში თავდაცვის სამინისტრომ მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანებასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი ჰიპერბგერითი „ცირკონების“ მიწოდების თაობაზე. როგორც მოსალოდნელია, ფლოტს მათ 2022 წელს გადასცემენ. პირველი სერიული გემსაწინააღმდეგო ჰიპერბგერითი რაკეტისა და მასზე დასავლეთის რეაქციების შესახებ წაიკითხეთ
РИА Новости-ს მასალაში.
აგვისტოს შუა რიცხვებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა ჩარლზ რიჩარდმა კოსმოსური თავდაცვის ყოველწლიურ სიმპოზიუმზე გამოსვლისას აღიარა, რომ რუსული ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები სერიოზული გამოწვევაა ნატოსთვის. მისი თქმით, „ცირკონი“ რუსეთის ფლოტს უდავო უპირატესობას მიანიჭებს ზღვაზე კონფლიქტისას.
„ჩვენი სახმელეთო და კოსმუსური ბაზირების ამჟამინდელი სენსორების სისტემამ შესაძლოა თავი ვერ გაართვას ამ რაკეტების აღმოჩენასა და თვალთვალს, — აღნიშნა რიჩარდმა. — უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების კუთხით. იქ კვლავაც მნიშვნელოვან სახსრებს დებენ ზესწრაფი საფრენი აპარატ-გლაიდერების შემუშავებაში. და თუ ჩვენი თავდაცვითი მრეწველობის საწარმოები მოკლე დროში არ მოიფიქრებენ, როგორ გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა, ნატოს ქვეყნების ფლოტების ხომალდები მოწყვლადი გახდება“.
დასავლელი სამხედროები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გამუდმებით ლაპარაკობენ „ცირკონზე“. ამ იარაღის წარმატებულმა გამოცდებმა სერიოზულად შეაშფოთა ალიანსი.
მაგალითად, მანამდე პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ბირთვული აღჭურვის შესაძლებლობის მქონე რუსულ ჰიპერბგერით კომპლექსებს „პოტენციურად მადესტაბილიზებელი ფაქტორი“ უწოდა, რომელიც „შესამჩნევ საფრთხეს წარმოადგენს“. მისი თქმით, აშშ-ში ასეთ იარაღს მხოლოდ არაბირთვულ ვარიანტში ამზადებენ.
ეს გამონათქვამი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში. დიპლომატებმა რბილად შეახსენეს კირბის, რომ ჰიპერბგერა ბირთვული საბრძოლო ნაწილის გარეშე — ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არსებობს კიდევ მეტად სერიოზული რაღაცები, რაზეც რუსეთი იძულებულია რეაგირება მოახდინოს. მაგალითად, ევროპაში გამშვები მექანიზმების განთავსებაზე.
რეაგირება მოახდინეს კრემლშიც. „თუ გახსოვთ, ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა ამ თემებზე, — განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. — ის ამბობდა, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებისა თუ მეტის განმავლობაში ვეჯახებოდით სტრატეგიული უშიშროების მთელი დოკუმენტური სისტემის ეტაპობრივ გაფანტვას და, გარდა ამისა, თვალს ვადევნებდით შეერთებული შტატებისა და ნატოს მხრიდან გადადგმულ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც ფაქტობრივად ზარალს აყენებდნენ არსებულ პარიტეტს“.
ამან მოითხოვა უშიშროების უზრუნველყოფის ზომები. „ცირკონი“ ერთ-ერთი მათგანია.
ფრთოსანი რაკეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების უდიდესი მაწილი გასაიდუმლოებულია, თუმცა რაღაც მაინც ცნობილია. სიჩქარე — რეკორდული, საათში ათი ათას კილომეტრზე მეტი, ანუ დაახლოებით ცხრა მახი; ფრენის სიშორე — ათასი კილომეტრი იქ, სადაც ჰაერის წინაღობა მცირეა; საბრძოლო ნაწილის მასა — დაახლოებით 450 კგ.
„დასავლეთის ქვეყნების ფლოტებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ისეთი სისტემები, რომლებსაც „ცირკონების“ ჩაჭერა შეუძლიათ, — განმარტავს სამხედრო ექსპერტი იგორ კოროტჩენკო. — მათი სახომალდე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ბგერითამდე და ზებგერით გემსაწინააღმდეგო რაკეტებზეა გათვლილი, მაგრამ სრულიად უძლურია ჰიპერბგერის წინააღმდეგ. ხოლო სროლის დიდი სიშორე საშუალებას მისცემს ჩვენს ხომალდებს, ფაქტობრივად დაუსჯელად გაანადგურონ წყალზედა და წყალქვეშა სამიზნეები ისე, რომ არ შევიდნენ განადგურების ზონაში. ამ ნაკეთობების სერიული წარმოების დაწყებით რუსეთის ფლოტი სერიზულ ნაბიჯს დგამს წინ“.
მნიშვნელოვანი მომენტი: „ცირკონს“ შეუძლია სტარტი იმავე დანდგარებიდან აიღოს, საიდანაც „ონიქსსა“ და „კალიბრს“. თეორიულად მზიდები შეიძლება იყოს მცირე სარაკეტო ხომალდები „ბუიან-М“ და „კარაკურტი“. ასე რომ, მცირე ზომის ვიმპელებიც კი საფრთხედ იქცევა ავიამზიდისთვის. ერთი ქობინის მოხვედრაც კი საკმარისი იქნება „ვოთერლაინს“ ქვემოთ, რომ მცურავი აეროდრომი გადაიხაროს და მწყობრიდან გამოვიდეს.
ჰიპერბგერით პროექტზე მუშაობას 2010-იანებში შეუდგნენ უმკაცრესად გასაიდუმლოებულად. ფართო საზოგადოებამ პირველად ამ პროექტის შესახებ 2018 წელს შეიტყო ვლადიმირ პუტინისგან. ამ დროისათვის ცხრა გაშვებაა ჩატარებული წყალზედა და წყალქვეშა მზიდებიდან და ყველა წარმატებულად.
თავდაცვის სამინისტროს გეგმით, „ცირკონი“ დროთა განმავლობაში შეცვლის П-700 „გრანიტს“, რომელიც შეიარაღებაში 1980-იანების შუა წლებიდანაა და გვარიანადაც დაბერდა. ახალი შემტევი კომპლექსით აღიჭურვება მძიმე ატომური კრეისერები „პეტრე დიდი“ და „ადმირალი ნახიმოვი“, ასევე მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავები. „ცირკონებს“ პირველად ჩრდილოეთის ფლოტის ვიმპელები მიიღებენ.
და ეს ერთადერთი იარაღია, რომლის წინაშეც უძლურია ნატოს ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს