Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.031 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.639 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 493, აჭარა – 449, კახეთი – 343, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 294, ქვემო ქართლი – 247, შიდა ქართლი – 222, გურია – 127, სამცხე-ჯავახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.585 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 473.502-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 73 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.102-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 55.573 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.493 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.189, იმერეთში – 1.184, აჭარაში – 1.011.
კორონავირუსის ეპიდემია. სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში – 27 აგვისტოს მონაცემები
1.584 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 369 პირი, მათგან თბილისში – 213, აჭარაში – 40, იმერეთში – 27. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.205 ადამიანი, მათ შორის 1.450 – თბილისში, 1.183 – აჭარაში. 44.875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 130 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 128, ხოლო აჭარაში – 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54.565 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27.451, აჭარაში – 7.541 იმერეთში – 4.183.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0