დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 აგვისტო

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 27 აგვისტოა, პარასკევი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
შეზღუდვებისა და დაბრკოლებების დღეაშესაძლებელია სხვადასხვა სიტუაციაში შემოწმებები, ლიმიტები, უარი, გადავადება მკაცრი კონტროლი, სისტემური ჩავარდნები. ასეთმა მოვლენებმა შეიძლება გეგმების გადახედვა გამოიწვიოს. საჭირო იქნება დისციპლინა, მოთმინება, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აგვისტო>>
ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, მოაწესრიგოთ თქვენი ბიუჯეტი და მოერიდოთ ახალ ხარჯებს. კერძოდ, არ ღირს პირველი შენატანი ახალ დიდ პროექტში, მეგობრულ კოლექტიურ წამოწყებაში (მაგალითად, პიკნიკი უახლოეს უქმეებზე). არ არის გამორიცხული, რომ პროგრამაში ცვლილებები შევიდეს. არასასურველია ძვირადღირებული ნივთების შეძენა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს დაისვენებთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
კურო: დღეს შეიძლება წააწყდეთ თქვენთვის უკვე ნაცნობ აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის სისტემას. ეს შეიძლება იყოს პროფესიული აუცილებლობის ან სამოქალაქო ვალისთვის დამახასიათებელი გეგმის ნაწილი. საპასუხისმგებლო დღე გელოდებათ მშობლებს, ხელმძღვანელ პირებს, არაფორმალურ ლიდერებს. გარე ჩარჩოების არარსებობის პირობებში კარგი იქნება თვითდისციპლინა.
ტყუპი: შესაძლოა, წარსულის რაღაც პრობლემამ შეგიშალოთ ხელი და გაგრძნობინოთ, რომ არ ხართ თავისუფალი ადამიანი. არ არის გამორიცხული მატერიალური სირთულეები, სისტემური დაბრკოლებები მოგზაურობის, სწავლის ან ემიგრაციის საკითხებში. შესაძლოა, ვერ დაგეხმარონ მეგობრები. არცთუ ხელსაყრელი დღეა საყიდლებისთვის, ოფიციალურ ინსტანციებში მიმართვისთვის.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, შეაჩეროთ მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები, განსაკუთრებით მატერიალურ და პროფესიულ სფეროებში. ურიგო არ იქნება, თუ გადახედავთ არსებულ გეგმებსა და მოვალეობებს. მაგალითად, ხელახლა შეაფასეთ არჩეული პროგრამის, პროექტის, ბანკის პირობების და სხვა ფინანსური საკითხების პუნქტები. დღეს თქვენში ერთნაირად ძლიერი ლოგიკაცა და ინტუიციაც და გამოიყენეთ ეს თქვენი კეთილდღეობისთვის.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
ლომი: დღეს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ერთმანეთს გადაეჯაჭვოს მეგობრობის, კარიერის, მომავლისა და მატერიალური ბაზის თემები. შესაძლებელია კონტაქტები დიდ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან. თავისუფლება შეიძლება შეგეზღუდოთ პროფესიული მოვალეობების, პარტნიორული ან მეგობრული ვალდებულებების გამო. ყოველთვის ადვილი არ იქნება ბალანსის დაცვა საკითხის ოფიციალურ და არაფორმალურ მხარეებს შორის.
ქალწული: დღეს შეზღუდული იქნებით გარკვეულ სფეროებში. ეს შეეხება, ძირითადად, მგზავრობას, სტუმრად ან საზღვარგარეთ ყოფნას. ზოგიერთს მოუწევს ფინანსურ ლიმიტთან ან გაძლიერებულ შემოწმებასთან შეგუება, ზოგიერთს – უნდობლობასთან ან მეგობრების მხრიდან კონტროლთან. უმეტესობა მოახერხებს ამ სიტუაციაში გონივრული გზის გამოძებნას და წამოყენებულ პირობებზე მორგებას.
სასწორი: დღეს სიფრთხილის ზომების მიღება ნამდვილად არ გაწყენთ. უნდა შეამოწმოთ ყველა სისტემა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ბარიერის წარმოქმნა გზაზე, მათ შორის, უარი მხარდაჭერაზე, რესურსებზე წვდომაზე. ეს დღე მთლიანად უნდა დაუთმოთ უსაფრთხოების ზომების დამუშავებას, შემოწმებას და საფრთხეების პრევენციას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
მორიელი: ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, რამდენიმე საკითხზე ფიქრი და მცდელობა, რომ არაფერი დაგავიწყდეთ და გამოგეპაროთ. მომთმენი უნდა იყოთ გარშემომყოფების მიმართ, რაც ყოველთვის ადვილი არ იქნება. საღამოს ახალი სასიამოვნო ამბები გელოდებათ.
მშვილდოსანი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხებზე დაფიქრდეთ. ამოცანებს რეალურად უყურებთ და ილუზიებით არ იკვებებით, ასევე არავის აძლევთ შესაძლებლობას, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ. კარგი დღეა ფულთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. წარმატებებს აღწევთ საქმეებში, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს.
თხის რქა: საინტერესო დღეა, დასამახსოვრებელი მოვლენები გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ ბევრ რამეზე შეიცვალოთ შეხედულებები. ბევრი თქვენგანი მიხვდება, რომ ახალი მიზნების დასახვა, პრიორიტეტების შეცვლაა საჭირო. უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი რომანტიკულ სფეროშიც. ურთიერთობები შეიძლება უფრო თბილი და სანდო გახდეს. შეგიძლიათ ერთობლივი სამომავლო გეგმების დაწყობა.
კამათი სკანდალისტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მერწყული: ბევრ სასარგებლო ინფორმაციას გაიგებთ, თან ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი წყაროდან. ბევრი თქვენგანი მიაქცევს ყურადღებას წვრილმანებს, რაც მიზნისკენ უმოკლესი გზის მოძებნაში დაეხმარება. შესაძლებელია რთული ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. შეგიძლიათ დაგეგმოთ ძვირადღირებული ნივთის შეძენა, ინვესტიციების განხორციელება. არაა გამორიცხული, რომ შემოსავლების გაზრდის წყაროსაც მიაგნოთ.
თევზები: კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის მოპოვება–ანალიზისთვის. ხართ ყურადღებიანი, სერიოზული და არავის აძლევთ საშუალებას, რომ გზიდან გადაგიყვანონ. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება საინტერესო იდეა. მათი რეალიზება დაუყოვნებლივ შეიძლება. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან შეხვედრისთვის. ადამიანებზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ყველა ახალი ამბავი
0